Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
სერენ კიერკეგორი[1] (კირკეგორი)[2] (დან. Søren Kierkegaard; დ. 5 მაისი, 1813, კოპენჰაგენი — გ. 11 ნოემბერი, 1855) — დანიელი ფილოსოფოსი, თეოლოგი, კრიტიკოსი, პოეტი, ქრისტიანული მორალის და ეთიკის წარმომადგენელი, თეისტური ეგზისტენციალიზმის მიმდინარეობის წარმომადგენელი. კიერკეგორის დროს გამეფებული ჰეგელის მოძღვრების მოწინააღმდეგე, კლასიკური გერმანული იდეალიზმის საწინააღმდეგოდ ემხრობოდა რაციონალიზმის მეორადობას და წმინდა არსებობის (ეგზისტენციალიზმის) პირველადობას, რომლითაც რთული დიალექტიკური განვითარების გზით პიროვნებას ძალუძს საკუთარი არსის აღქმა რწმენაში.
კიერკეგორის თეოლოგიური ნაშრომი ფოკუსირდება ქრისტიანულ ეთიკაზე, ეკლესიის ინსტიტუტზე, ქრისტიანობის წმინდა ობიექტურ მტკიცებულებებს შორის განსხვავებებზე, უზენაესის თვისებრივ სხვაობაზე ღმერთსა და კაცს შორის, ინდივიდის სუბიექტურ ურთიერთობაზე, ქრისტესთან,[3] რომელიც შვა რწმენამ. მისი ნაშრომის უმეტესი ნაწილი ეხება ქრისტიანულ სიყვარულს. ის უკიდურესად კრიტიკული იყო ქრისტიანობის, როგორც სახელმწიფო რელიგიის პრაქტიკის მიმართ, უპირველეს ყოვილისა კი დანიის ეკლესიის მიმართ. მისი ფსიქოლოგიური ნაშრომი იკვლევს ინდივიდების ემოციებსა და გრძნობებს, რომლებიც აწყდებიან ცხოვრებისეულ არჩევანს.
კირკეგორს ადრეული ნაშრომები სხვადასხვა ფსევდონიმით ჰქონდა დაწერილი, რითაც წარმოაჩენდა სხვადასხვა შეხედულებებს და მათ ინტერაქციას ერთმანეთთან კომპლექსური დიალოგის სახით. ის იკვლევდა კომპლექსურ პრობლემებს სხვადასხვა ხედვიდან გამომდინარე, ყოველივეს სხვადასხვა ფსევდონიმით. მისი ბევრი ნაშრომი, რომელიც მას საკუთარი სახელით აქვს დაწერილი ეძღვნება „მარტოხელა ინდივიდს“, რომელსაც შესაძლოა სურდეს მისი ნაშრომების მნიშვნელობის გაგება. აღსანიშნავია მისი მოსაზრება, რომელსაც ის ამგვარად აჟღერებს: „მეცნიერებასა და განათლებას სურს გვასწავლოს, რომ ობიექტად გახდომა არის გზა. ქრისტიანობა კი გვეუბნება, რომ გახდე სუბიექტური, გახდე სუბიექტი, არის გზა.“ მაშინ როცა, მეცნიერები სწავლობენ სამყაროს დაკვირვების გზით, კიერკეგორი ემპათიურად უარყოფს, რომ დაკვირვებით შესაძლებელია გამჟღავნდეს სამყაროს სულის შინაგანი შრომა.
კიერკეგორის რამდენიმე ძირითადი კონცეფცია მოიცავს „სიმართლეს, როგორც სუბიექტურობას“, რწმენის რაინდს, დიხოტომიის განმეორებადობას, შიშს, უზენაესის თვისებრივ განკერძოებას, რწმენას როგორც ვნებას და ცხოვრების გზის სამ ეტაპს. კიერკეგორის ნაშრომები დანიურად არის დაწერილი და თავდაპირველად, ის მხოლოდ სკანდინავიელებისთვის იყო ხელმისაწვდომი. თუმცა, XX საუკუნისთვის მისი ნაშრომები გადაითარგმნა მთავარ ევროპულ ენებზე, როგორიცაა ფრანგული და გერმანული. XX საუკუნის შუა წლებიდან მისმა ნაშრომებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ფილოსოფიაზე, თეოლოგიაზე და დასავლურ კულტურაზე.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.