ფრანცისკე
From Wikipedia, the free encyclopedia
ფრანცისკე (ლათ. Franciscus; ერისკაცობაში ხორხე მარიო ბერგოლიო, ესპ. Jorge Mario Bergoglio; დ. 17 დეკემბერი, 1936, ბუენოს-აირესი) — რომის 266-ე[1] პაპი 2013 წლის 13 მარტიდან. წარმოადგენს კათოლიკური ეკლესიისა და ვატიკანის სუვერენული სახელმწიფოს მეთაურს. სახელი ფრანცისკე აიღო ესპანელი მისიონერის, „იესოს საზოგადოების“ თანადამფუძნებელ ფრანსისკო ხავიერისგან. იგი პირველი იეზუიტი პაპია, პირველი ამერიკის სუბკონტინენტიდან და პირველი სამხრეთ ნახევარსფეროდან. გარდა ამისა, არის მეორე არაევროპელი პაპი სირიელი გრიგოლ III-ის შემდეგ (პაპი 731-741 წწ.)
სწრაფი ფაქტები დროშა 266-ე რომის პაპი, 13 მარტი, 2013-დან ...
უწმიდესი რომის პაპი ფრანცისკე | |||
პაპი ფრანცისკე 2014 წელს | |||
| |||
---|---|---|---|
13 მარტი, 2013-დან | |||
არჩევა: | 13 მარტი, 2013 | ||
ინტრონიზაცია: | 19 მარტი, 2013 | ||
ეკლესია: | რომის კათოლიკური ეკლესია | ||
წინამორბედი: | ბენედიქტე XVI | ||
დაბადების სახელი: | ხორხე მარიო ბერგოლიო | ||
ორიგინალი დაბადების სახელი: |
Jorge Mario Bergoglio | ||
დაბადება: | 17 დეკემბერი, 1936 (1936-12-17) (87 წლის) ბუენოს-აირესი, არგენტინა | ||
კარდინალი: | 21 თებერვალი, 2001 | ||
ხელმოწერა: | |||
დახურვა
პაპად არჩევამდე, იყო კათოლიკური ეკლესიის არგენტინელი კარდინალი; 1998 წლიდან მსახურობდა ბუენოს-აირესის არქიეპისკოპოსად, 2001 წლიდან კი კარდინალად.