იეზუიტთა ორდენი
From Wikipedia, the free encyclopedia
იეზუიტთა ორდენი (ლათ. Societas Jesu - „იესოს საზოგადოება“) — რომაულ-კათოლიკური ეკლესიის ქრისტიანული რელიგიური ორდენი, რომელიც პირდაპირ ექვემდებარებოდა რომის პაპს. დაარსდა 1534 წელს პარიზში ესპანელი კარისკაცი იგნასიო ლოიოლას მიერ, ხოლო 1540 წელს პავლე III-მ დაამტკიცა. იეზუიტები აქტიურად მოღვაწეობდნენ მეცნიერებაში, განათლებასა და მისიონერულ საქმიანობაში.