![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/8/86/View_on_the_half_way_to_Kayangan_Lake_-_panoramio.jpg/640px-View_on_the_half_way_to_Kayangan_Lake_-_panoramio.jpg&w=640&q=50)
ფილიპინების ტურიზმი
From Wikipedia, the free encyclopedia
ტურიზმი ფილიპინების ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორია. 2015 წლისთვის მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიის წილმა ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში 10.6% შეადგინა.[1] ფილიპინები არქიპელაგია, 7 641 კუნძულისგან შედგება, რომლებიც 17 რეგიონად და 82 პროვინციად იყოფა. ქვეყანა მდიდარი ბიომრავალფეროვნებითაა ცნობილი, რაც მის უმთავრეს ტურისტულ ღირსშესანიშნაობასაც წარმოადგენს.[2] ტურისტთათვის ყველაზე პოპულარულ დანიშნულების ადგილებს შორისაა ქვეყნის სანაპიროები, კულტურული მნიშვნელობის მქონე ქალაქები და ძეგლები, მთები, წვიმის ტყეები, კუნძულები და ყვინთვისთვის განკუთვნილი ადგილები.ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს შორისაა ქვეყნის მდიდარი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც გამორჩეულია ფესტივალებითა და ადგილობრივი ტრადიციებით. პოპულარული ტურისტული დანიშნულების ადგილებია: პალავანის პროვინციაში მდებარე ელ ნიდო, დავაო, ბორაკაი, სიარგაო, სებუ, მანილა და სხვა.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/8/86/View_on_the_half_way_to_Kayangan_Lake_-_panoramio.jpg/640px-View_on_the_half_way_to_Kayangan_Lake_-_panoramio.jpg)
2015 წლის მონაცემებით ტურიზმის სექტორში 4.99 მილიონი ფილიპინელი იყო დასაქმებული. წარმატებული ტურისტული კამპანიის "It's More Fun in the Philippines" წყალობით 2015 წელს ქვეყანას 5 360 682 უცხოელი ტურისტი ეწვია. 2017 წელს უცხოელ ტურისტთა რაოდენობამ 6 620 908-ს მიაღწია.
ფილიპინებს მსოფლიო მასშტაბით ტურიზმთან დაკავშირებული არაერთი სახელი აქვს მოპოვებული, მათ შორის:მსოფლიო ფესტივალების ტრადიციული დედაქალაქი, წყნარი ოკეანის დასავლეთის დედაქალაქი, ესპანური აზიის ცენტრი, აღმოსავლეთის ზღვათა მარგალიტი, მარჯნის სამკუთხედის ცენტრი და სხვა. ქვეყანა ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილია: მსოფლიოში ფრინველთა სახოებების ყველაზე მაღალი ენდემიზმის სიხშირე აქვს, ხოლო ძუძუმწოვართა და ფლორის მიხედვით - ერთ-ერთი უმაღლესი. ქვყანა რომაული კათოლიციზმის ბასტიონია აზიაში. ფილიპინებში მდებარეობს New7Wonders of Nature-ის ერთ-ერთი გამარჯვებული ობიექტი, პუერტო-პრინსესა (მიწისქვეშა მდინარე) და New7Wonders Cities-ის გამარჯვებული ქალაქი — ვიგანი. ფილიპინებში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხის 6 ძეგლი: 3 კულტურული და 3 ბუნებრივი. ფილიპინელთა 90%-ზე მეტს ესმის და საუბრობს ინგლისურ ენაზე.