![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/2/21/International_Legion_of_Territorial_Defense_of_Ukraine_emblem.svg/langka-640px-International_Legion_of_Territorial_Defense_of_Ukraine_emblem.svg.png&w=640&q=50)
უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის საერთაშორისო ლეგიონი
საერთაშორისო მოხალისეების სამხედრო განყოფილება უკრაინაში / From Wikipedia, the free encyclopedia
უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის საერთაშორისო ლეგიონი (უკრ. Інтернаціональний легіон територіальної оборони України) ან უკრაინის უცხოური ლეგიონი — უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ძალების უცხოური ლეგიონის სამხედრო შენაერთი, რომელიც შეიქმნა უკრაინის მთავრობის მიერ პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მოთხოვნით უკრაინაში რუსეთის შეჭრისას საბრძოლველად.[3]
უკრაინის ტერიტორიული თადაცვის საერთაშორისო ლეგიონი უკრ. Інтернаціональний легіон територіальної оборони України | |
---|---|
![]() უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის საერთაშორისო ლეგიონის ემბლემა | |
აქტიური | 27 თებერვალი, 2022; 2 წლის წინ (2022-02-27) |
ქვეყანა | ![]() |
ტიპი | უცხოური ლეგიონი |
როლი | ქვეითი ჯარი მილიცია |
რაოდენობა | 20 000-ზე მეტი[1][2] |
ალიანსი | ![]() |
ბრძოლები | რუსეთის შეჭრა უკრაინაში (2022) |
2022 წლის 6 მარტს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა განცხადებაში, რომ 20 000-ზე მეტი მოხალისე 52 ქვეყნიდან ჩამოვიდა უკრაინაში უკრაინის სასარგებლოდ საბრძოლველად; გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ განცხადების შემდეგ კიდევ რამდენიმე ათასი შეუერთდა უცხოურ ლეგიონს.[4] მან არ დაასახელა მოხალისეების სამშობლო ქვეყნები და თქვა, რომ ზოგიერთი ქვეყანა თავის მოქალაქეებს უკრძალავს სხვა ქვეყნებისთვის ბრძოლას.[5]