From Wikipedia, the free encyclopedia
უეფა-ს თასების მფლობელთა თასი (ინგლ. UEFA Cup Winners' Cup) — ყოველწლიური საფეხბურთო ტურნირი ევროპის ქვეყნების კლუბებს შორის, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ეროვნულ სათასო პირველობებში გამარჯვებული კლუბები. პირველი გათამაშება გაიმართა 1960–61 წლებში, ბოლო — 1998–99 წლებში, რის შემდეგაც ტურნირი გაერთიანდა უეფა-ს თასთან (მოგვიანებით ევროპა ლიგა)[1].
გათამაშება 1960 წელს დაარსდა ევროპის შვიდი ქვეყნის − უნგრეთის, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის, ჩეხოსლოვაკიის, იუგოსლავიის, ავსტრიის, იტალიისა და შვეიცარიის ფეხბურთის ფედერაციათა ინიციატივით[2]. დასაწყისიდან 1994 წლამდე ტურნირის ოფიციალური სახელწოდება იყო ევროპის თასების მფლობელთა თასი, ხოლო 1994 წლის შემდეგ უეფა-ს თასების მფლობელთა თასი ეწოდა.
1972 წლიდან, თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული ჩემპიონთა თასის (მოგვიანებით ჩემპიონთა ლიგა) გამარჯვებულს ხვდებოდა უეფა-ს სუპერთასის მატჩში.
თასების მფლობელთა თასი ითვლებოდა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირად უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის შემდეგ. ტურნირის ისტორიაში, ყველაზე წარმატებული კლუბია „ბარსელონა“, რომელმაც 4-ჯერ მოიგო ტიტული. სულ, თასების მფლობელთა თასი 32 სხვადასხვა კლუბს აქვს მოგებული. გათამაშების უკანასკნელი გამარჯვებულია რომის „ლაციო“.
დაარსებიდან გაუქმებამდე, 39 წლის განმავლობაში, ტურნირის ფორმატი არ შეცვლილა: ტარდებოდა ოლიმპიური სისტემით და მთავრდებოდა ერთი ფინალური მატჩით ნეიტრალურ მოედანზე. გამონაკლისი იყო 1960–61 წლების სეზონი, რომელიც ორი ფინალური შეხვედრით დამთავრდა. როგორც წესი, ტურნირი იწყებოდა სექტემბერში და მთავრდებოდა მომდევნო წლის მაისში. მოგვიანებით, 1990-იან წლებში, დაემატა შესარჩევი რაუნდი, რომელიც აგვისტოში ტარდებოდა.
ტურნირში ასოციაციის ერთი წარმომადგენელი ასპარეზობდა. გამონაკლისი იყო თასების მფლობელთა თასის მოქმედი მფლობელი, რომელსაც ავტომატურად ენიჭებოდა მომდევნო გათამაშების საგზური, მიუხედავად მის მიერ ეროვნულ სათასო პირველობაში ნაჩვენები შედეგისა. თუმცა თუ ეს გუნდი ქვეყნის ჩემპიონიც გახდებოდა, ის ჩემპიონთა თასზე/ლიგაზე გადიოდა და არა თასების მფლობელთა თასზე.
იმ შემთხვევაში თუ გუნდი ერთდროულად მოიგებდა ეროვნულ ჩემპიონატსა და თასს, უპირატესობა ჩემპიონობას ენიჭებოდა და ჩემპიონთა თასზე/ლიგაზე გადიოდა, ხოლო თასების მფლობელთა თასზე ქვეყნის თასის ფინალისტი მონაწილეობდა.
სეზონი | ქვეყანა | გამარჯვებული | ანგარიში | დამარცხებული | ქვეყანა |
---|---|---|---|---|---|
1960–61 | ფიორენტინა (1) | 2–0; 2–1 | რეინჯერსი | ||
1961–62 | ატლეტიკო მადრიდი (1) | 1–1; 3–0 | ფიორენტინა | ||
1962–63 | ტოტენჰემ ჰოტსპური (1) | 5–1 | ატლეტიკო მადრიდი | ||
1963–64 | სპორტინგი ლისაბონი (1) | 3–3; 1–0 | მტკ ბუდაპეშტი | ||
1964–65 | ვესტ ჰემ იუნაიტედი (1) | 2–0 | მიუნხენ 1860 | ||
1965–66 | ბორუსია დორტმუნდი (1) | 2–1 დ.დ. | ლივერპული | ||
1966–67 | ბაიერნი (1) | 1–0 დ.დ. | რეინჯერსი | ||
1967–68 | მილანი (1) | 2–0 | ჰამბურგი | ||
1968–69 | სლოვანი ბრატისლავა (1) | 3–2 | ბარსელონა | ||
1969–70 | მანჩესტერ სიტი (1) | 2–1 | გურნიკი | ||
1970–71 | ჩელსი (1) | 1–1; 2–1 | რეალ მადრიდი | ||
1971–72 | რეინჯერსი (1) | 3–2 | დინამო მოსკოვი | ||
1972–73 | მილანი (2) | 1–0 | ლიდზ იუნაიტედი | ||
1973–74 | მაგდებურგი (1) | 2–0 | მილანი | ||
1974–75 | დინამო კიევი (1) | 3–0 | ფერენცვაროში | ||
1975–76 | ანდერლეხტი (1) | 4–2 | ვესტ ჰემ იუნაიტედი | ||
1976–77 | ჰამბურგი (1) | 2–0 | ანდერლეხტი | ||
1977–78 | ანდერლეხტი (2) | 4–0 | აუსტრია ვენა | ||
1978–79 | ბარსელონა (1) | 4–3 დ.დ. | ფორტუნა | ||
1979–80 | ვალენსია (1) | 0–0 დ.დ; პენ.5–4 | არსენალი | ||
1980–81 | დინამო თბილისი (1) | 2–1 | კარლ ცაისი | ||
1981–82 | ბარსელონა (2) | 2–1 | სტანდარდი | ||
1982–83 | აბერდინი (1) | 2–1 დ.დ. | რეალ მადრიდი | ||
1983–84 | იუვენტუსი (1) | 2–1 | პორტუ | ||
1984–85 | ევერტონი (1) | 3–1 | რაპიდი ვენა | ||
1985–86 | დინამო კიევი (2) | 3–0 | ატლეტიკო მადრიდი | ||
1986–87 | აიაქსი (1) | 1–0 | ლოკომოტივი ლაიფციგი | ||
1987–88 | მეხელენი (1) | 1–0 | აიაქსი | ||
1988–89 | ბარსელონა (3) | 2–0 | სამპდორია | ||
1989–90 | სამპდორია (1) | 2–0 დ.დ. | ანდერლეხტი | ||
1990–91 | მანჩესტერ იუნაიტედი (1) | 2–1 | ბარსელონა | ||
1991–92 | ვერდერი (1) | 2–0 | მონაკო | ||
1992–93 | პარმა (1) | 3–1 | ანტვერპენი | ||
1993–94 | არსენალი (1) | 1–0 | პარმა | ||
1994–95 | რეალ სარაგოსა (1) | 2–1 დ.დ. | არსენალი | ||
1995–96 | პარი სენ-ჟერმენი (1) | 1–0 | რაპიდი ვენა | ||
1996–97 | ბარსელონა (4) | 1–0 | პარი სენ-ჟერმენი | ||
1997–98 | ჩელსი (2) | 1–0 | შტუტგარტი | ||
1998–99 | ლაციო (1) | 2–1 | მალიორკა |
კლუბი | გამარჯვებული | დამარცხებული | გამარჯვებული | დამარცხებული |
---|---|---|---|---|
ბარსელონა | 4 | 2 | 1979, 1982, 1989, 1997 | 1969, 1991 |
ანდერლეხტი | 2 | 2 | 1976, 1978 | 1977, 1990 |
მილანი | 2 | 1 | 1968, 1973 | 1974 |
ჩელსი | 2 | 0 | 1971, 1998 | |
დინამო კიევი | 2 | 0 | 1975, 1986 | |
ატლეტიკო მადრიდი | 1 | 2 | 1962 | 1963, 1986 |
რეინჯერსი | 1 | 2 | 1972 | 1961, 1967 |
არსენალი | 1 | 2 | 1994 | 1980, 1995 |
ფიორენტინა | 1 | 1 | 1961 | 1962 |
ვესტ ჰემ იუნაიტედი | 1 | 1 | 1965 | 1976 |
ჰამბურგი | 1 | 1 | 1977 | 1968 |
აიაქსი | 1 | 1 | 1987 | 1988 |
სამპდორია | 1 | 1 | 1990 | 1989 |
პარმა | 1 | 1 | 1993 | 1994 |
პარი სენ-ჟერმენი | 1 | 1 | 1996 | 1997 |
ტოტენჰემ ჰოტსპური | 1 | 0 | 1963 | |
სპორტინგი ლისაბონი | 1 | 0 | 1964 | |
ბორუსია დორტმუნდი | 1 | 0 | 1966 | |
ბაიერნი | 1 | 0 | 1967 | |
სლოვანი ბრატისლავა | 1 | 0 | 1969 | |
მანჩესტერ სიტი | 1 | 0 | 1970 | |
მაგდებურგი | 1 | 0 | 1974 | |
ვალენსია | 1 | 0 | 1980 | |
დინამო თბილისი | 1 | 0 | 1981 | |
აბერდინი | 1 | 0 | 1983 | |
იუვენტუსი | 1 | 0 | 1984 | |
ევერტონი | 1 | 0 | 1985 | |
მეხელენი | 1 | 0 | 1988 | |
მანჩესტერ იუნაიტედი | 1 | 0 | 1991 | |
ვერდერი | 1 | 0 | 1992 | |
რეალ სარაგოსა | 1 | 0 | 1995 | |
ლაციო | 1 | 0 | 1999 | |
რეალ მადრიდი | 0 | 2 | 1971, 1983 | |
რაპიდი ვენა | 0 | 2 | 1985, 1996 | |
მტკ ბუდაპეშტი | 0 | 1 | 1964 | |
მიუნხენ 1860 | 0 | 1 | 1965 | |
ლივერპული | 0 | 1 | 1966 | |
გურნიკი | 0 | 1 | 1970 | |
დინამო მოსკოვი | 0 | 1 | 1972 | |
ლიდზ იუნაიტედი | 0 | 1 | 1973 | |
ფერენცვაროში | 0 | 1 | 1975 | |
აუსტრია ვენა | 0 | 1 | 1978 | |
ფორტუნა | 0 | 1 | 1979 | |
კარლ ცაისი | 0 | 1 | 1981 | |
სტანდარდი | 0 | 1 | 1982 | |
პორტუ | 0 | 1 | 1984 | |
ლოკომოტივი ლაიფციგი | 0 | 1 | 1987 | |
მონაკო | 0 | 1 | 1992 | |
ანტვერპენი | 0 | 1 | 1993 | |
შტუტგარტი | 0 | 1 | 1998 | |
მალიორკა | 0 | 1 | 1999 |
ქვეყნების მიხედვით ყველაზე მეტი გამარჯვებული ინგლისს ჰყავს. ინგლისურმა გუნდებმა 8-ჯერ მოახერხეს უეფა-ს თასების მფლობელთა თასის მოგება და 5-ჯერ ფინალში დამარცხდნენ. სულ 15 ქვეყნის გუნდებმა მოახერხეს უეფა-ს თასების მფლობელთა თასის მოპოვება.
ქვეყანა | გამარჯვებული | ფინალისტი |
---|---|---|
ინგლისი | 8 | 5 |
ესპანეთი | 7 | 7 |
იტალია | 7 | 4 |
გერმანია | 4 | 4 |
ბელგია | 3 | 4 |
სსრკ | 3 | 1 |
შოტლანდია | 2 | 2 |
გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა | 1 | 2 |
საფრანგეთი | 1 | 2 |
ნიდერლანდები | 1 | 1 |
პორტუგალია | 1 | 1 |
ჩეხოსლოვაკია | 1 | 0 |
ავსტრია | 0 | 3 |
უნგრეთი | 0 | 2 |
პოლონეთი | 0 | 1 |
სეზონი | გამარჯვებული[3] | კლუბი | ||
---|---|---|---|---|
1960–61 | ჰანდორ ჰიდეგკუტი | ფიორენტინა | ||
1961–62 | ხოსე ვილიალონგა | ატლეტიკო მადრიდი | ||
1962–63 | ბილ ნიკოლსონი | ტოტენჰემ ჰოტსპური | ||
1963–64 | ანსელმუ ფერნანდეში | სპორტინგი ლისაბონი | ||
1964–65 | რონ გრინვუდი | ვესტ ჰემ იუნაიტედი | ||
1965–66 | ვილი მულტაუპი | ბორუსია დორტმუნდი | ||
1966–67 | ზლატკო ჩაიკოვსკი | ბაიერნი | ||
1967–68 | ნერეო როკო | მილანი | ||
1968–69 | მიხალ ვიჩანი | სლოვანი ბრატისლავა | ||
1969–70 | ჯო მერსერი | მანჩესტერ სიტი | ||
1970–71 | დეივ სექსტონი | ჩელსი | ||
1971–72 | უილიამ უოდელი | რეინჯერსი | ||
1972–73 | ნერეო როკო (2) | მილანი | ||
1973–74 | ჰაინც კრიუგელი | მაგდებურგი | ||
1974–75 | ვალერი ლობანოვსკი | დინამო კიევი | ||
1975–76 | ჰანს კრონი | ანდერლეხტი | ||
1976–77 | კუნო კლიოტცერი | ჰამბურგი | ||
1977–78 | რაიმონ გუტალსი | ანდერლეხტი | ||
1978–79 | ხოაკიმ რიფე | ბარსელონა | ||
1979–80 | ალფრედო დი სტეფანო | ვალენსია | ||
1980–81 | ნოდარ ახალკაცი | დინამო თბილისი | ||
1981–82 | უდო ლატეკი | ბარსელონა | ||
1982–83 | ალექს ფერგიუსონი | აბერდინი | ||
1983–84 | ჯოვანი ტრაპატონი | იუვენტუსი | ||
1984–85 | ჰოვარდ კენდალი | ევერტონი | ||
1985–86 | ვალერი ლობანოვსკი (2) | დინამო კიევი | ||
1986–87 | იოჰან კრუიფი | აიაქსი | ||
1987–88 | აად დე მოსი | მეხელენი | ||
1988–89 | იოჰან კრუიფი (2) | ბარსელონა | ||
1989–90 | ვუიადინ ბოშკოვი | სამპდორია | ||
1990–91 | ალექს ფერგიუსონი (2) | მანჩესტერ იუნაიტედი | ||
1991–92 | ოტო რეჰაგელი | ვერდერი | ||
1992–93 | ნევიო სკალა | პარმა | ||
1993–94 | ჯორჯ გრემი | არსენალი | ||
1994–95 | ვიქტორ ფერნანდესი | რეალ სარაგოსა | ||
1995–96 | ლუის ფერნანდესი | პარი სენ-ჟერმენი | ||
1996–97 | ბობი რობსონი | ბარსელონა | ||
1997–98 | ჯანლუკა ვიალი | ჩელსი | ||
1998–99 | სვენ-იორან ერიქსონი | ლაციო |
მწვრთნელი | ჩემპიონი | სეზონები |
---|---|---|
ნერეო როკო | 4 | 1968, 1973 |
ვალერი ლობანოვსკი | 1975, 1986 | |
ალექს ფერგიუსონი | 1983, 1991 | |
იოჰან კრუიფი | 1987, 1989 |
მოცემულია მწვრთნელთა ტიტულების რაოდენობა მათი ეროვნების მიხედვით.
მწვრთნელის ეროვნება | ტიტულები |
---|---|
ინგლისი | 6 |
იტალია | 5 |
გერმანია | 4 |
ნიდერლანდები | 4 |
შოტლანდია | 4 |
სსრკ | 3 |
ესპანეთი | 3 |
იუგოსლავია | 2 |
არგენტინა | 1 |
ბელგია | 1 |
ჩეხოსლოვაკია | 1 |
გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა | 1 |
საფრანგეთი | 1 |
უნგრეთი | 1 |
პორტუგალია | 1 |
შვედეთი | 1 |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.