ტოსკანის მმართველთა სია
From Wikipedia, the free encyclopedia
ტოსკანის მმართველთა სიაში წარმოდგენილია იმ პიროვნებების სია, რომლებიც სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა ტიტულით მართავდნენ ტოსკანას. თავდაპირველად იყვნენ ტოსკანის მარკგრაფები, შემდეგ ფლორენციის სენიორები, შემდეგ ფლორენციის ჰერცოგები და საბოლოოდ ტოსკანის დიდი ჰერცოგები. უკანასკნელი დიდი ჰერცოგი იყო ფერდინანდო IV, რომელმაც დაკარგა ტახტი იტალიის გაერთიანების გამო. აღსანიშნავია ისიც, რომ ისტორიაში ტოსკანის თითქმის ყველა მმართველი მამაკაცი იყო, გარდა გამონაკლისისა მატილდა კანოსელისა და ელიზა ბონაპარტის სახით.