იტალიელი დიდგვაროვანი, ლორენცო ბრწყინვალეს მამა From Wikipedia, the free encyclopedia
პიერო დე’ მედიჩი (იტალ. Piero de' Medici), მეტსახელად დ. 19 სექტემბერი, 1416 — გ. 2 დეკემბერი, 1469) — მედიჩების დინასტიის წარმომადგენელი. კოზიმო მედიჩისა და კონტესინა დე’ ბარდის უფროსი ვაჟი. ფლორენციის სენიორი 1464-69 წლებში. ფლორენციის მმართველ ლორენცო მედიჩის მამა, რომის პაპების: ლეო X-ისა და კლემენტ VII-ის პაპა, საფრანგეთის დედოფალ ეკატერინე მედიჩის დიდი პაპა.
პიერო მედიჩი | |
---|---|
ფლორენციის სენიორი | |
მმართ. დასაწყისი: | 1 აგვისტო, 1464 |
მმართ. დასასრული: | 2 დეკემბერი, 1469 |
წინამორბედი: | კოზიმო მედიჩი |
მემკვიდრე: | ლორენცო მედიჩი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 19 სექტემბერი, 1416 |
დაბ. ადგილი: | ფლორენცია |
გარდ. თარიღი: | 2 დეკემბერი, 1469, (53 წლის) |
გარდ. ადგილი: | ფლორენცია |
მეუღლე: | ლუკრეცია ტორნაბუონი |
შვილები: |
მარია ბიანკა ლუკრეცია ლორენცო ჯულიანო |
სრული სახელი: | პიერო დი კოზიმო დე’ მედიჩი |
დინასტია: | მედიჩები |
მამა: | კოზიმო მედიჩი |
დედა: | კონტესინა დე’ ბარდი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
პიერო დაიბადა 1416 წლის 19 ოქტომბერს ფლორენციაში. იგი იყო კოზიმო დე მედიჩისა და მისი მეუღლის, კონტესინა დე’ ბარდის პირველი შვილი. თავისი სუსტი ჯანმრთელობის გამო, მამამისის სიცოცხლეში არაფერი მნიშვნელოვანი არ გაუკეთებია, რადგან კოზიმო მას არაფერს ავალებდა. მეტიც, მალე მისი უმცროსი ძმა, ჯოვანი დასახელდა კოზიმოს აღმასრულებელ პირად. მიუხედავად ამისა, მემკვიდრე პიერო იყო. 1461 წელს იგი ფლორენციის სენიორიის წევრი ხდება. იგი თავისი დაწყლულებული ფეხის გამო ხშირად ვერ ახერხებდა სენიორიაზე დასწრებას და დროს საწოლში ატარებდა. აღსანიშნავია, რომ მან თავისი საძინებელი კაბინეტად აქცია, სადაც საკმაოდ წარმატებულად იღებდა და ატარებდა პოლიტიკურ შეხვედრებს. სწორედ ეს გახდა საწყისი იმისა, რომ ფლორენციის მთავრობის რეზიდენცია მედიჩების სასახლეში გადავიდა.
იგი ძალიან ნიჭიერი იყო ფინანსურ საკითხებში. მას შემდეგ, რაც მამამისი ამ ყველაფერში დარწმუნდა, პიეროს ნება დართო დამოუკიდებლად ემართა ბანკის რამდენიმე ფილიალი. გარდა ბანკირობისა, მან თავი ვაჭრობის საკითხებშიც გამოიჩინა, რაც მანამდე არისტოკრატიაში სამარცხვინო იყო.
1464 წელს მამის გარდაცვალების შემდეგ პიერო გახდა ფლორენციის სენიორი. 1466 წელს, მისი ძმის თაოსნობით მედიჩებმა ფერარა-მოდენა-რეჯოს საჰერცოგოებში სახელმწიფო გადატრიალება მოაწყვეს, რა დროსაც ხელისუფლებაში მათი მოკავშირე ერკოლე დ’ესტე მოვიდა. ამ ამბით შეშფოთებული ბოლონიის ტირანი მმართველი ჯოვანი ბენტივოლიო თავად ეახლა მედიჩებს ვილაში და მათთან კავშირი შექმნა. უნდა აღინიშნოს, რომ მედიჩები მის დამხობასაც გეგმავდნენ, მაგრამ ამის შემდეგ პიერომ გადაიფიქრა. ამას მოჰყვა პიეროს დამხობის მცდელობა, რომლის სათავეშიც მედიჩებისა და მათი მოკავშირე სფორცების მოძულე ვენეცია იდგა. მართალია პიერომ თანამდებობა შეინარჩუნა, თუმცა მედიჩებმა თავიანთი ძალაუფლება გარკვეულწილად დაკარგეს. მეტიც, ფლორენციაში ფაქტობრივად აღდგა ძველი, რესპუბლიკური მმართველობა და პიერო მის დე-ფაქტო მმართველად იქცა.
1467 წელს, პიერომ ნეაპოლის სამეფოსა და მილანის ახალი ჰერცოგის, გალეაცო მარია სფორცას მხარდაჭერით ომი გამოუცხადა ვენეციის რესპუბლიკას. მართლაც, ვენეციის ჯარები მიწასთან გაასწორა მოლინელას ბრძოლაში ფლორენციის, მილანის, ნეაპოლისა და პაპის გაერთიანებულმა ლაშქარმა.
იგი ასევე განაგრძობდა მამამისის მიერ დაწყებულ ხელოვნების პატრონაჟს. აღსანიშნავია, რომ მამისაგან განსხვავებით, რომელიც იტალიელ მხატვრებს ანიჭებდა უპირატესობას, პიეროს უფრო დახვეწილი გემოვნება ჰქონდა და ძირითადად ჰოლანდიელ და ფლანდრიელ მხატვრებს მფარველობდა. აგრეთვე აგროვებდა იშვიათი წიგნებისა და სამედიცინო ნაშრომების შეგროვება.
პიერო გარდაიცვალა 1469 წელს, სახსრებისა და ფილტვების ანთებით, 53 წლის ასაკში. მის შემდეგ ტახტზე მისი ვაჟი ლორენცო ავიდა, რომლის დროსაც დადგა ფლორენციის ოქროს ხანა.
1444 წლის 3 ივნისს პიერომ ცოლად შეირთო ლუკრეცია ტორნაბუონი, რომელთანაც ხუთი შვილი შეეძინა:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.