ფრანჩესკო I მედიჩი
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
ფრანჩესკო I დე მედიჩი (იტალ. Francesco I de' Medici; დ. 25 მარტი, 1541 — გ. 19 ოქტომბერი, 1587) — მედიჩთა დინასტიის წარმომადგენელი. ტოსკანის ჰერცოგ კოზიმო I-ისა და მისი ცოლის, ელეონორ ტოლედოელის უფროსი ვაჟი. ტოსკანის დიდი ჰერცოგი 1574-1587 წლებში. საფრანგეთის დედოფალ მარია მედიჩის მამა.
ფრანჩესკო I მედიჩი | |
---|---|
ტოსკანის დიდი ჰერცოგი | |
მმართ. დასაწყისი: | 21 აპრილი 1574 |
მმართ. დასასრული: | 17 ოქტომბერი 1587 |
წინამორბედი: | კოზიმო I მედიჩი |
მემკვიდრე: | ფერდინანდო I მედიჩი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 25 მარტი 1541 |
დაბ. ადგილი: | ფლორენცია, ტოსკანა |
გარდ. თარიღი: | 19 ოქტომბერი 1587 |
გარდ. ადგილი: | ფლორენცია, ტოსკანა |
მეუღლე: |
იოჰანა ავსტრიელი ბიანკა კაპელო |
შვილები: |
1. ელეონორა, მანტუას ჰერცოგინია 2. ანა 3. მარია, საფრანგეთის დედოფალი 4. ფილიპო 5. ანტონიო |
დინასტია: | მედიჩები |
მამა: | კოზიმო I მედიჩი |
დედა: | ელეონორ ტოლედოელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ფრანჩესკო დაიბადა 1541 წლის 25 მარტს, ფლორენციაში. მამამისი იყო ტოსკანის ჰერცოგი კოზიმო I, ხოლო დედა ელეონორ ტოლედოელი. იგი მათი უფროსი ვაჟი და შესაბამისად ტახტის მემკვიდრე იყო.
1565 წლის 18 დეკემბერს ფრანჩესკო დააქორწინეს საღვთო რომის იმპერატორ ფერდინანდ I-ის ნაბოლარა ქალიშვილ იოჰანა ავსტრიელზე. ქორწინება საოცრად აღინიშნა, თუმცა ამის მიუხედავად ის ძალიან უიღბლო იყო. იოჰანამ ვერ შეძლო მისთვის მემკვიდრის გაჩენა, ფრანჩესკო კი ძალიან არაერთგული ქმარი იყო და იოჰანა საერთოდ არ იზიდავდა მას. ქორწინებიდან ოცდაათ წელიწადში იოჰანა მერვე მშობიარობას გადაჰყვა.
იოჰანას გარდაცვალებიდან მალევე ფრანჩესკომ ცოლად შეირთო თავისი ვენეციელი საყვარელი ბიანკა კაპელო. ბიანკამ მალე დაიწყო პოლიტიკისა და სამეფო ოჯახის არევა. იგი უხეშად ერეოდა პოლიტიკაში და ამასთან მოაკვლევინა ფრანჩესკოს ძმა პიერო მედიჩი. იგი ფლორენციაში ყოველთვის არაპოპულარული იყო. ფრანჩესკოს იმედები ვერც პირველმა ცოლმა გაუმართლა, მათ მხოლოდ ერთი უკანონოდ შობილი შვილი ჰყავდათ. 1582 წელს ფრანჩესკოს ლეგიტიმური შვილის ფილიპოს გარდაცვალების შემდეგ, ბიანკასა და ფრანჩესკოს ვაჟი დონ ანტონიო მემკვიდრედ გამოცხადდა. გარდა ამისა ფრანჩესკოს ჰყავდა გერიც, ბიანკას ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან - პელეგრინა.
ფრანჩესკო მამისა და ყველა სხვა მედიჩის მსგავსად საშინელი დესპოტი იყო. თუმცა მამამისმა იცოდა ქვეყნის მართვა, ფრანჩესკოს უვარგისი პოლიტიკის გამო კი ტოსკანა ესპანეთის ვასალი გახდა. მის დროს ტოსკანა ესპანელებმა რამდენჯერმე დაარბიეს და მძიმე ხარკის დაადეს.
მას ჰქონდა საოცრად დიდი ინტერესი წარმოებასა და მეცნიერებაში. მან ფლორენციაში დააარსა ფაიფურისა და ძვირფასი მეტალების საამქროები, თუმცა ისინი მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ აყვავდნენ. იგი ხელოვნების დიდი პატრონაჟი იყო, მფარველობდა მხატვრებს, ააშენა მედიჩის თეატრი და ა.შ. იგი ასევე გატაცებული იყო ქიმიითა და ალქიმიით. მას ჰქონდა საკუთარი საოცარი ლაბორატორია სადაც ცდებს ატარებდა.
ფრანჩესკო გარდაიცვალა 1587 წლის 19 ოქტომბერს მალარიისაგან, მისი გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ავიდა მისი ძმა ფერდინანდო I.
პირველ ცოლთან ჰყავდა რვა შვილი:
მეორე ცოლთან ჰყავდა ერთი ვაჟი:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.