From Wikipedia, the free encyclopedia
ლუდოვიკო I დი ბურბონ-პარმა (იტალ. Ludovico I di Borbone-Parma; დ. 5 ივლისი, 1773 — გ. 27 მაისი, 1803) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. პარმის ჰერცოგ ფერდინანდ I-ისა და მარია ამალია ავსტრიელის ვაჟი. ეტრურიის მეფე 1801-03 წლებში.
ლუდოვიკო I | |
---|---|
ეტრურიის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 21 მარტი, 1801 |
მმართ. დასასრული: | 27 მაისი, 1803 |
წინამორბედი: | ფერდინანდო III |
მემკვიდრე: | კარლო II |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 5 ივლისი, 1773 |
დაბ. ადგილი: | პიაჩენცა, იტალია |
გარდ. თარიღი: | 27 მაისი, 1803, (29 წლის) |
გარდ. ადგილი: | ფლორენცია, იტალია |
დაკრძ. ადგილი: | ესკორიალი, მადრიდი, ესპანეთი |
მეუღლე: | მარია ლუისა ესპანელი |
შვილები: |
კარლო II, პარმის ჰერცოგი მარია ლუიზა, საქსონიის პრინცესა |
სრული სახელი: | ლუდოვიკო ფრანჩესკო ფილიბერტო დი ბურბონ-პარმა |
დინასტია: | ბურბონები |
მამა: | ფერდინანდ I, პარმის ჰერცოგი |
დედა: | მარია ამალია ავსტრიელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ლუდოვიკო დაიბადა 1773 წლის 5 ივლისს პიაჩენცაში. იგი იყო პარმის, პიაჩენცისა და გუასტალას ჰერცოგ ფერდინანდ I-ისა და მისი მეუღლის, მარია ამალია ავსტრიელის მეორე შვილი და პირველი ვაჟი. 1795 წელს იგი ესპანეთის სამეფო კარზე ჩავიდა, რათა განათლება მიეღო და დაქორწინებულიყო მეფე კარლ IV-ის ერთ-ერთ ქალიშვილზე. ესპანეთში იგი შეხვდა თავის მამიდას, დედოფალ მარია ლუიზა პარმელს, რომელსაც ლუდოვიკოს დაქორწინება ინფანტა ამალიაზე სურდა, თუმცა ლუდოვიკომ ამალიას გარეგნობის გამო უარი თქვა მასზე ქორწინებაზე. საბოლოოდ არჩევანი მან მათ კიდევ ერთ ასულზე, ინფანტა მარია ლუისაზე შეაჩერა. ლუდოვიკო და მარია ლუისა 1795 წლის 25 აგვისტოს დაქორწინდნენ მადრიდში და ქორწინების პირველი წლები სწორედ აქ გაატარეს. ამის შემდეგ, ლუდოვიკოს ესპანეთის ინფანტის წოდებაც მიანიჭეს.
ორი განსხვავებული პიროვნების მქონე ადამიანს შორის ქორწინება რა თქმა უნდა არ ყოფილა დიდად ბედნიერი, თუმცა წყვილი ლუდოვიკოს ავადმყოფობების გამო მაინც ძალიან ახლოს იყო. მას პერიოდული კრუნჩხვები და ეპილეფსიური შეტევები აწუხებდა, რაც იმით იყო გამოწვეული, რომ ბავშვობაში, თამაშისას ლუდოვიკომ მარმარილოს მაგიდას ძლიერად დაარტყა თავი და მძიმედ დაშავდა. მიუხედავად ამგვარი ავადმყოფობისა, ლუდოვიკოსა და მარია ლუისას მაინც შეეძინა ორი შვილი:
სანამ ლუდოვიკო ცოლთან ერთად ესპანეთში ცხოვრობდა, ევროპაში ბევრი რამ შეიცვალა. საფრანგეთში დაამხეს ბურბონები და ტახტზე წარსულში რევოლუციონერი იმპერატორი ნაპოლეონ ბონაპარტი ავიდა, რომელიც ევროპელ მონარქებს ძალიან ავიწროვებდა. მისი მეთაურობით, ფრანგები შეიჭრნენ პარმაში და გააფორმეს ლუნევილის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ლუდოვიკოს მამის გარდაცვალების შემდეგ პარმა საფრანგეთის შემადგენლობაში გადადიოდა. ცხადია ლუდოვიკოს ტახტის გარეშე დარჩენა დიდად გააპროტესტა დედამისმა მარია ამალიამ, რის გამოც გაფორმდა ხელახალი არანხუესის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მართალია პარმა კვლავ ფრანგებს რჩებოდა, თუმცა ამის სანაცვლოდ ლუდოვიკოს ნაპოლეონი ეტრურიის (იგივე ტოსკანა) ტახტს აძლევდა.
ეტრურიის ტახტის მისაღებად ლუდოვიკო 1801 წლის მარტში ცოლთან ერთად ჩავიდა პარიზში, სადაც ნაპოლეონმა იგი ოფიციალურად გამოაცხადა ეტრურიის მეფედ და დამატებით ლივორნოს გრაფობაც უბოძა. ამავე წლის აგვისტოში იგი ცოლთან ერთად იტალიაში დაბრუნდა, სადაც პარმაშიც შეიარა და ოჯახი მოინახულა, რის შემდეგაც იგი ტოსკანაში, კერძოდ კი ფლორენციაში, პიტის სასახლეში მოეწყო.
1802 წელს კარლ IV-მ ლუდოვიკო და მარია ლუისა ესპანეთში მიიწვია, ინფანტა მარია ისაბელის სიცილიელ პრინცზე და ინფანტ ფერდინანდის სიცილიელ პრინცესაზე ქორწინებაზე დასასწრებად. ესპანეთისაკენ მიმავალ გზაზე, ბარსელონასთან ახლოს მარია ლუისას მშობიარობა დაეწყო, რა დროსაც დაიბადა მათი მეორე შვილი. ბარსელონაში ისინი დაესწრნენ ორმაგ დინასტიურ ქორწილს. ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელდა და ესპანეთში ლუდოვიკოს მამის გარდაცვალების და დედის ჩეხეთში გაძევების ამბავი ჩავიდა, რის გამოც იგი სასწრაფოდ დაბრუნდა უკან, იტალიაში.
ისედაც სუსტი და შერყეული ჯანმრთელობის მქონე ლუდოვიკომ ამხელა მანძილზე მგზავრობა ვეღარ გადაიტანა, მძიმედ დასნეულდა და 1803 წლის 27 მაისს, 33 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შემდეგ ეტრურიის მეფე მისი მცირეწლოვანი ვაჟი კარლო II, ხოლო მისი რეგენტი დაქვრივებული მარია ლუისა ესპანელი ხდება.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.