![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/d/d8/Village_Tari_Mengal_Pewar_Kurram_Agency.jpg/640px-Village_Tari_Mengal_Pewar_Kurram_Agency.jpg&w=640&q=50)
ტომების ტერიტორიების ფედერალური მმართველობა
From Wikipedia, the free encyclopedia
ტომების ტერიტორიების ფედერალური მმართველობა (ინგლ. Federally Administered Tribal Areas FATA; პუშტუ قبایلي سیمې، منځنۍ پښتونخوا; ურდუ وفاقی منتظم شدہ قبائیلی علاقہ جات) — ნახევრად-ავტონომიური ტომების ტერიტორიული ერთეული პაკისტანში. შედგება რამდენიმე ტომური სააგენტოსგან (ტერიტორიული ერთეული) და სასაზღვრო რეგიონისგან. რეგიონი პირდაპირ ფედერალურ ხელისუფლებას ექვემდებარება და იმართება სპეციალური კანონით, რომელსაც სასაზღვრო კრიმინალის რეგულაციები (FCR) ჰქვია. აღმოსავლეთით და სამხრეთით მას ესაზღვრება პაკისტანის ხაიბერ-პახტუნხვას და ბელუჯისტანის პროვინციები, ხოლო დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან ავღანეთის შემდეგი პროვინციები: ქუნარი, ნანგარჰარი, ფაქთიი, ხოსტი და ფაქთიკი.
პროვინცია | |||||
---|---|---|---|---|---|
ტომების ტერიტორიების ფედერალური მმართველობა ურდუ وفاقی منتظم شدہ قبائیلی علاقہ جات პუშტუ قبایلي سیمې، منځنۍ پښتونخوا ინგლ. Federally Administered Tribal Areas | |||||
![]() | |||||
| |||||
ქვეყანა |
![]() | ||||
კოორდინატები | 33°00′00″ ჩ. გ. 70°10′00″ ა. გ. | ||||
დაარსდა | 1 ივლისი, 1970 | ||||
ფართობი | 27 220 კმ² | ||||
სალაპარაკო ენები |
ურდუ ინგლისური პუშტუ] | ||||
მოსახლეობა | 5 001 676 კაცი (2017) | ||||
სიმჭიდროვე | 180 კაცი/კმ² | ||||
გაუქმდა | 31 მაისი, 2018 | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+05:00 | ||||
ოფიციალური საიტი | fata.gov.pk | ||||
![]() | |||||
ტერიტორია თითქმის სრულად პუშტუნებითაა დასახლებული. ისინი ძირითადად მუსლიმანები არიან. ტერიტორიის მთავარი ქალაქებია: პარაჩინარი, მირანშაჰი, რაზმაკი, ვანა, ჯამრუდი და ლანდი-კოტალი.
2017 წლის 2 მარტს, ფედერალურმა ხელისუფლებამ ტერიტორიასთან მიმართებაში მიიღო რეკომენდაციები, რომლებიც მოიცავდა შემდეგს: ტომების ტერიტორიების ხაიბერ-პახტუნხვასთან გაერთიანება და სასაზღვრო კრიმინალის რეგულაციების (FCR) გამოშვება.[1] მოიაზრება, რომ პროცესს დასჭირდება 5 წელი და 2022 წლისთვის დასრულდება.