From Wikipedia, the free encyclopedia
ფაქთიკის პროვინცია (პუშტუ پکتیکا დარი پکتیکا Paktikā) — ავღანეთის ერთ-ერთი ცენტრალური პროვინცია.
ვილაიეთი | |
---|---|
ფაქთიკის პროვინცია پکتیکا | |
ქვეყანა | ავღანეთი |
ადმ. ცენტრი | Sharana |
შიდა დაყოფა | Zurmat District, Barmal District, Dila District, Gayan District, Gomal District, Janikhel District (Paktika), Mata Khan District, Nika District, Omna District, Sar Hawza District, Surobi District, Sharana District, Terwa District, Urgun District, Waza Khwa District, Wor Mamay District, Yahyakhel District, Yusufkhel District, Zarghun Shar District და Ziruk District |
კოორდინატები | 32.5°00′00″ ჩ. გ. 68.8°00′00″ ა. გ. |
ფართობი | 19 482 კმ² |
ოფიციალური ენა | პუშტუ |
სალაპარაკო ენები | პუშტუ, დარი |
მოსახლეობა | 438 900 კაცი (2009) |
სიმჭიდროვე | 22, 53 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTCUTC+4:30 |
ფაქთიის პროვინცია იყოფა 19 ოლქად
იმ დროს, როცა დიადოხოსები ერთმანეთს ებრძოდნენ, ინდოეთის სუბკონტინენტის ჩრდილოეთ ნაწილში ყალიბდებოდა მაურიების იმპერია, რომლის დამაარსებელი იყო ჩანდრაგუპტა მაურია. ჩანდრაგუპტა ძვ. წ. აღ. 305 წელს შეეჯახა მაკედონურ ლაშქარს სელევკოს I-ის მეთაურობით და მცირე კონფლიქტის შემდეგ მიღწეული იქნა შეთანხმება, რომლის ძალითაც სელევკოსმა მაურიებს გადასცა ძველი ყანდაარის გარშემო ქრსებული ოლქები განდჰარა და არაქოზია. 120 წელს მაურიებმა ავღანეთის სამხრეთ რაიონებში გაავრცელეს ბუდიზმი, რომელმაც შეავიწროვა ადგილობრივი უძველესი რელიგია ზოროასტრიზმი. ამავე დროს, ამ პერიოდში აშენდა გზა, რომლითაც ქალაქი ქაბული უკავშირდება ინდოეთის პენჯაბის ოლქის და ინდო-განგის დაბლობის სხვა ქალაქებს. ამ პერიოდში განვითარდა ვაჭრობა, ხელოვნება და არქიტექტურა, რომელმაც იმპერატორ აშოკას მმართველობისას ზენიტს მიაღწია, რომლის ბრძანებები, გზები და მოსასვენებელი აგარაკები გაფანტული იყო მთელი სუბკონტინენტის ტერიტორიაზე. ამ პერიოდის ბრძანებათა უმრავლესობა დაწერილია პრაკრიტზე, მაგრამ ავღანეთის რეგიონი გამოირჩევა მაურიების ენაში 2 - ბერძნული და არამეული ენების ჩართვით. მაურიების იმპერატორ აშოკას პერიოდის ბრძანებების ბერძნული და არამეული წარწერები აღმოჩენილია ყანდაარში.
ფაქთიკა მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში და ცნობილია როგორც ისტორიული რეგიონი დიდი ფაქთია (პუშტუ: لویه پکتیا). აქ მცხოვრები ხალხები ჯერ კიდევ ჰეროდოტეს ჰყავს მოხდენიებული თავის ნაშრომში ჩვ.წ.აღ.მდე მე-5 საუკუნეში.
რეგიონის ძველი დედაქალაქი ურგუნი მთავარი გზებიდან დისტანციის გამო თითქმის განუვითარებელი იყო, ამიტომაც დედაქალაქი ურგუნიდან შარანში გადმოიტანეს. შარანი მდებარეობს ქვეყნის ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ და მიერთებულია ავღანეთის ისეთ დიდ ქალაქებსა და კომერციულ ცენტრებს, სოდორიცაა: ქაბული; ღაზნი; ყანდაარი.
საბჭოთა ოკუპაციისა და შემდგომი ანექსიის წლებში ფაქთიკა უამრავი ბრძოლების ადგილი იყო. მაგალითად, 1983-1984 წ.წ. პროვინციის ძველი დედაქალაქი უგორი ალყაში იყო მოქცეული და ხელიდან ხელში გადადიოდა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.