From Wikipedia, the free encyclopedia
ნანგარჰარის პროვინცია (პუშტუ ننګرهار, დარი ننگرهار Nangarhār) - პროვინცია ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში. ჩრდილოეთიდან მას ესაზღვრება ქუნარის პროვინცია. აქ მდებარეობდა გამაგრებული რაიონი თორა-ბორა, სადაც 2001 წელს იმალებოდა მსოფლიოს ნომერ პირველ ტერორისტად ცნობილი ოსამა ბინ ლადენი.
ვილაიეთი | |
---|---|
ნანგარჰარის პროვინცია ننګرهار | |
ქვეყანა | ავღანეთი |
ადმ. ცენტრი | ჯალალაბადი |
შიდა დაყოფა | Dih Bala, Achin, Behsud, Chaparhar, Dara-I-Nur, Bati Kot, Dur Baba, Goshta, Hesarak, Kama, Khogyani, Kot, Kuz Kunar, Lal Pur, Momand Dara, Nazyan, Pachir Aw Agam, Rodat, Sherzad, Shinwar, Surkh-Rōd და Jalalabad |
კოორდინატები | 34°15′00″ ჩ. გ. 70°30′00″ ა. გ. |
ფართობი | 7 727 კმ² |
ოფიციალური ენა | პუშტუ და დარი |
სალაპარაკო ენები | პუშტუ, დარი |
მოსახლეობა | 1 520 100 კაცი (2007) |
სიმჭიდროვე | 196,72 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTCUTC+4:30 |
მამგარჰარის პროვინცია იყოფა 22 ოლქად.
ოლქი | დედაქალაქი | მოსახლეობა | ფართობი | ეროვნული შემადგენლობა |
---|---|---|---|---|
დიჰ ბალა | 33,294 | 100% პუშტუნები, | ||
აჩინი | 95,468 | |||
ბიჰსუდი | 118,934 | 80% პუშტუნები, 20% არაბები | ||
ჩაპარჰარი | 57,339 | პუშტუნები | ||
დარა-ი-ნური | 98,202 | 30% პუშტუნები, 70% პაშაები | ||
ბატი კოტი | 31,308 | პუშტუნები | ||
დურ ბაბა | 13,479 | 100% პუშტუნები | ||
გოშტა | 31,130 | |||
ჰაზარაკი | 28,376 | 100% პუშტუნები | ||
ჯალალაბადი | 205,423 | პუშტუნები, ტაჯიკები, არაბები, პაშაები | ||
კამა | 52,527 | 100% პუშტუნები | ||
ხოგიანი | 111,479 | პუშტუნები | ||
კოტი | 52,154 | შეიქმნა 2005 წელს როდატის ოლქის ფარგლებში | ||
კუზ კუნარი | 42,823 | 80% პუშტუნები, 15% პაშაები | ||
ლალ პური | 18,997 | |||
მომანდ დარა | 42,103 | |||
ნაზიანი | 16,328 | |||
პაჩირ ავ აგამი | 40,141 | |||
როდატი | 63,357 | გაყოფილია 2005 წლიდან | ||
შერზადი | 63,232 | |||
შინვარი | 64,872 | |||
სურკ როდი | 91,548 | 95% პუშტუნები, 5% ტაჯიკები |
ნანგარჰარი შედიოდა მაურიების იმპერიაში. მაურიებმა აქ გაავრცელეს ახალი რელიგიები ინდუიზმი და ბუდიზმი. განსაკუთრებული თავგამოდებით ცდილობდა უფრო დიდი ტერიტორიების გაპყრობას ჩანდრაგუპტა მაურია მანამდე, სანამ არ შეეჯახა აქ მყოფ ადგილობრივ ძალებს. კერძოდ, ბერძნულ-ბაქტრიული სამეფოს მეფე სელევკე I ნიკატორს. როგორც აღნიშნავენ, სელევკემ მიაღწია სამშვიდობო ხელშეკრულებას ჩანდრაგუპტასთან, ის დათანხმდა შერეულ ქორწინებებს, საჩუქრად მიიღო 500 სპილო და აღიარა მაურიების ტერიტორიად ჰინდუქუშის სამხრეთით მდებარე მიწები.
ჩანდრაგუპტა გაერთიანებული ძალებით შეეჯახა აღმოსავლეთით მდებარე ნანდას იმპერიას. ამის შესახებ მოგვითხრობენ ბუდისტური ავღანეთის მნიშვნელოვანი მატერიალური და არამატერიალური ძეგლები ფართო არქეოლოგიური აღმოჩენების შედეგად, მათ შორის, რელიგიური და მხატვრული ნივთები. ჩინელი პილიგრიმის სიუან ცზანის ინფორმაციით ჩანდრაგუპტას მიუღწევია ბალხის პროვინციამდე, ჯერ კიდევ ბუდას სიცოცხლეში (ძვ. წ. 563-483 წ.წ.).
რეგიონი საუკუნეთა მანძილზე მრავალი დამპყრობელის მსხვერპლი გამხდარა. მათ შორის, ღაზნებიდების, ღურიდების, ხალჯების, დიდ მოგოლთა და სხვა დინასტიების. 1747 წ, აჰმად შაჰ დურანმა საბოლოოდ შეუერთა იგი ავღანეთის იმპერიას.
რეგიონმა დიდი ზარალი განიცადა XIX-XX საუკუნეების მანძილზე მიმდინარე ანგლო-ავღანურ ომებში.
საბჭოთა კავშირ-ავღანეთის ომამდე პროვენცია შედარებით მშვიდობიანად ვითარდებოდა. ომის პერიოდში მისი ტერიტორია ხშირად გამხდარა შეტაკების არეალი. პროდასავლური ძალები აშშ-ს მეთაურობით ცდილობდნენ მუჰამედ ნაჯიბულას პრორუსული ხელისუფლების დამხობას. განსაკუთრებით გამწვავდა სიტუაცია ავღანეთის სამოქალაქო ომის დროს, როდესაც ე.წ. მოჯაჰედებს შორის მოხდა შეტაკება. სამოქალაქო ომით ისარგებლა თალიბანის მომხრეებმა და 1996 წელს მათ კონტროლი დაამყარეს პროვინციაზე და ააგეს მამგჰარის რეგიონში ე.წ. ალ-ქაიდას საწვრთნელი ბაზა.
90-ან წლებში ნანგჰარის პროვინციაში ძლიერი პოზიცია ეკავა ოსამა ბინ-ლადენს, რომელიც აწარმოებდა აშშს წინააღმდეგ ბრძოლას 2001 წელს თორა-ბორას კამპანიის დროს. საბოლოოდ ბინ ლადენმა თავი შეაფარა პაკისტანის ქალაქ აბოტაბადს, სადაც მოკლული იქნა 2011 წელს ამერიკული სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლების მიერ.
2001 წლის ბოლოს თალიბანის რეჟიმის განადგურების შემდეგ ჩამოყალიბდა ყარზაის ხელისუფლება. შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით ავღანეთის ხელისუფლებამ თანდათან აღადგინა იურიდიული წესრიგი პროვინციის ტერიტორიაზე, თუმცა ჯერ კიდევ ხშირია თალიბანის ბოევიკთა თავდასხმა ავღანეთის სამთავრობო ძალებზე.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.