![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/9/94/Roman_Empire_Armenia.svg/langka-640px-Roman_Empire_Armenia.svg.png&w=640&q=50)
სომხეთი (რომის პროვინცია)
From Wikipedia, the free encyclopedia
სომხეთი (რომის პროვინცია) — დიდი სომხეთის ნაწილი, რომელიც რომის იმპერიის დაქვემდებარებაში შედიოდა I საუკუნიდან გვიან ანტიკურ ხანამდე. მიუხედავად იმისა რომ, მცირე სომხეთი შევიდა რომის იმპერიის შემადგენლობაში, დიდი სომხეთი ინარჩუნებდა დამოუკიდებლობას არშაკუნიანების მმართველობის პირობებში. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სომხეთი იყო რომის, პართიის და მისი მემკვიდრე სასანიანების იმპერიის ინტერესის ობიექტი, რომლის გამო მოხდა რამდენიმე რომაულ-სპარსული ომი. მხოლოდ 114-დან 118 წლამდე შეძლო იმპერატორმა ტრაიანემ გამოეცხადებინა ეს ტერიტორია რომის პროვინციად.
სომხეთი (რომის პროვინცია) Հռոմեական Հայաստան | |||||
პროვინცია | |||||
| |||||
![]() | |||||
დედაქალაქი | არტაშატი | ||||
ენები | სომხური | ||||
რელიგია | პაგანიზმი ქრისტიანობა | ||||
პოლიტიკური სტრუქტურა | პროვინცია | ||||
ისტორიული ერა | ანტიკური ხანა | ||||
- | შეიქმნა | 114 | |||
- | გაუქმდა | 118 | |||
დღეს ამ ტერიტორიაზე | ![]() ![]() ![]() ![]() ![]() | ||||
IV საუკუნეში სომხეთი გაიყვეს რომის და სასანიანების იმპერიებმა. ეს უკანასკნელი აკონტროლებდა ტერიტორიის დიდ ნაწილს. V საუკუნეში სომხეთის მონარქია საერთოდ გაუქმდა. VI და VII საუკუნეებში სომხეთი კიდევ ერთხელ გახდა ბრძოლის საგანი აღმოსავლეთ რომაელებს (ბიზანტიელებს) და სასანიანებს შორის, სანამ VII საუკუნის შუა პერიოდში მუსლიმანურმა სახალიფოებმა ორივე არ დაამარცხეს და საკუთარი გავლენა არ დაამყარეს ამ ტერიტორიაზე.