From Wikipedia, the free encyclopedia
არშაკუნიანები — სამეფო დინასტიის სომხეთში (62-428), პართელ არშაკიდთა უმცროსი შტო. დააარსა პართიის მეფე ვალარშ I-ის ძმამ თრდატ I-მა (62, ოფიციალური 66-78). თავდაპირველად ტახტის პრეტენდენტს რომის იმპერატორის საბოლოო ნებართვით პართია აგზავნიდა. პართელი არშაკიდების დაცემის შემდეგ კი, როდესაც ირანში სასანიანები გამეფდნენ (226), სომხეთის მეფემ ხოსროვ I დიდმა არ ცნო ისინი და სომეხ არშაკუნიანთა ხელისუფლება მას შემდეგ მემკვიდრეობითი გახდა. არშაკუნიანების დროს სომხეთში ყალიბდებოდა ფეოდალური ურთიერთობა. თრდატ III დიდის (298-330) მეფობის წლებში. სომხეთის ოფიციალურ რელიგიად ქრისტიანობა გამოცხადდა (301). არშაკუნიანები იბრძოდნენ ფეოდალური სეპარატიზმის წინააღმდეგ და ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის, მაგრამ უშედეგოდ. ირანსა და რომს შორის დიდი სომხეთის გაყოფის შემდეგ (387) კი მათი ვასალები გახდნენ. 428 წელს არშაკუნიანების ხელისუფლება დაეცა.
სახელი | მმართველობა | კომენტარი |
---|---|---|
თრდატ I | არშაკუნიანების დინასტიის დამაარსებელი. გაამეფა მისმა ძმამ პართიის მეფე ვალარშმა. | |
სანატრუკ I | 91-109 წლებში ასევე იყო შუამდინარეთში მდებარე სახელმწიფოს ოსროჰენის სამეფოს მეფე. | |
აშხადარი | ||
პართამასირი | ||
რომაული ოკუპაცია | ||
ვალარშ I | ||
სოჰემოსი | ||
ბაკურ I | ||
ვალარშ II | ||
ხოსროვ I | ||
თრდატ II | ||
არტავაზდ IV | ||
ხოსროვ II | ||
თრდატ III | ||
ხოსროვ III | ||
ტიგრან VII | ||
არშაკ II | ||
პაპი | ||
ვარაზდატი | ||
არშაკ III | ||
ხოსროვ IV | ||
ვრამშაპუჰი | ||
შაპუჰ სპარსელი | ||
ვაკანტური | ||
არტაშეს III |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.