From Wikipedia, the free encyclopedia
სნო — სოფელი საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ართხმო, აჩხოტი, ახალციხე, კარკუჩა, ქოსელი, ჯუთა). მდებარეობს მდინარე სნოსწყლის ხეობაში. ზღვის დონიდან 1760 მეტრი, სტეფანწმინდიდან 8 კილომეტრი. XVIII საუკუნეში სნო იყო ხევის ოთხი სამოურავოდან ერთ-ერთის ცენტრი. სოფელს მთიდან გადაჰყურებს ეკლესია და ზურგიანი ციხე. ეკლესია 1987 წელსაა აშენებული ძველი ეკლესიის საფუძველზე.
სოფელი | |
---|---|
სნო | |
სნო | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | მცხეთა-მთიანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
თემი | სნო |
კოორდინატები | 42°36′20″ ჩ. გ. 44°38′22″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1760 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 263[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
1900 წელს „ქრისტიანობის აღმადგენელმა საზოგადოებამ“ სოფელში დააარსა საეკლესიო-სამრევლო სკოლა. სოფლის მცხოვრებლებმა სკოლის შენობის ასაგებად ოთხ-ოთხი მანეთი გაიღეს. 1902 წლის თებერვალში მათი თხოვნით სკოლა ორკლასიანად გადაკეთდა. 1903 წელს სოფელში გახსნეს კიდევ ერთი მსგავსი სკოლა.
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 263 კაცი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.