სისხლის აგენტი
From Wikipedia, the free encyclopedia
სისხლის აგენტი — შხამიანი ქიმიკატი, რომელიც ადამიანის ორგანიზმში დოზირებული რაოდენობის მოხვედრის შემდეგ ფატალურ შედეგს იწვევს.
სისხლის აგენტები შეუძლებელს ხდიან ადამიანის სისხლში ჟანგბადის შენარჩუნებასა და ტრანსპორტირებას ორგანიზმის თითოეულ წერტილებში.[1] სხეულს არსებობისთვის ჟანგბადი აუცილებლად სჭირდება. სისხლის აგენტებმა შეიძლება გამოიწვიონ სიცოცხლისათვის საშიში სიმპტომები, როგორიცაა კრუნჩხვები ან კომა, რაც გამოწვეულია სწორედ იმ მიზეზით, რომ თავის ტვინი ვეღარ იღებს საჭირო რაოდენობით ჟანგბადს. ორგანიზმში სისხლის აგენტების ზედოზირებული რაოდენობით მოხვედრა იწვევს ადამიანის გაგუდვას.[2]
სისხლის აგენტების ყველაზე გავრცელებული ტიპებია ქიმიური ნაერთები, რომლებიც შეიცავენ ციანიდს, თუმცა ზოგი სისხლის აგენტი დარიშხანსაც შეიცავს.[2]