![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1a/Cyanide-ion-3D-vdW.png/640px-Cyanide-ion-3D-vdW.png&w=640&q=50)
ციანიდი
From Wikipedia, the free encyclopedia
ციანიდი — ქიმიური ნაერთი, რომელიც შეიცავს ნახშირბად-აზოტის (CN) ერთვალენტიან კომბინირებულ ჯგუფს. ციანო-ჯგუფის სახელით ცნობილი ეს ჯგუფი შედგება აზოტის ატომთან სამმაგი ბმით დაკავშირებული ნახშირბადის ატომისაგან.[1]
არაორგანულ ციანიდებში, მაგალითად ნატრიუმის ციანიდში და კალიუმის ციანიდში ეს ჯგუფი წარმოდგენილია უარყოფითად დამუხტული პოლიატომური ციანიდის იონის სახით (CN−); ეს ნაერთი, რომელიც წყალბადმჟავის მარილებად მიიჩნევა, ძლიერ მომწამვლელია. ციანიდის იონი იზოელექტრონულია ნახშირჟანგთან და მოლეკულურ აზოტთან.[2]