სელტიკი (საფეხბურთო კლუბი)
From Wikipedia, the free encyclopedia
სელტიკი (ინგლ. Celtic Football Club) — საფეხბურთო კლუბი, რომელიც თამაშობს „სელტიკ პარკის“ სტადიონზე, პარკჰედში — შოტლანდიის ქალაქ გლაზგოს აღმოსავლეთ ნაწილში. „სელტიკი“ ბრიტანეთისა და ევროპის ერთ-ერთი ყველაზე განთქმული და წარმატებული კლუბია, და უამრავ ეროვნულ ტიტულთან ერთად მოგებული აქვს ევროპის ჩემპიონთა თასი 1967 წელს.
სრული სახელი | Celtic Football Club | |||
---|---|---|---|---|
მეტსახელი | The Bhoys | |||
დაარსდა | 6 ნოემბერი, 1887; 136 წლის წინ (1887-11-06) | |||
სტადიონი |
სელტიკ პარკი გლაზგო, შოტლანდია (ტევადობა: 60.837 მაყურებელი) | |||
პრეზიდენტი | იან ბანქიერი | |||
მწვრთნელი | ანგელოს პოსტეკოგლუ | |||
ლიგა | შოტლანდიის პრემიერშიპი | |||
2023–24 | ჩემპიონი | |||
საიტი | ოფიციალური საიტი | |||
|
„სელტიკი“ ირლანდიელი იმიგრანტების მიერ დაარსებული კლუბია, და აქედან გამომდინარე დიდი პოპულარობით სარგებლობს არა მხოლოდ დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში, არამედ ირლანდიური წარმოშობის ხალხთა შორის მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით კი აშშ-ში, კანადასა და ავსტრალიაში, სადაც მას ბევრი ორგანიზირებული გულშემატკივართა კლუბი ჰყავს.
„სელტიკისა“ და დასავლეთ გლაზგოს გუნდის „რეინჯერსის“ ერთმანეთთან დაპირისპირება — ე.წ. „ოლდ ფერმი“ (Old Firm) — მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე განთქმული და დაძაბული დერბი არის.