From Wikipedia, the free encyclopedia
ირლანდიელები (ირლ. Muintir na hÉireann, na hÉireannaigh, na Gaeil) — ხალხი, ირლანდიის ძირითადი მოსახლეობა.
ირლანდიელები (Éireannaigh) | |
---|---|
პირველი რიგი : ოსკარ უაილდი • მორინ ო'ჰარა • ჰიუ რო ო'დონელი • ბონო • ბრემ სტოკერი • ფრენსის ბოფორტი • ჯორჯ ბესტი მეორე რიგი : მერი მაკელისი • ერნესტ შეკლტონი • პირს ბროსნანი • ენია • ჰიუ ო'ნილი • რობერტ ბოილი • წმინდა ბრიგიტა მესამე რიგი : ჯონათან რის მაიერსი • დენიელ ო'კონელი • ჯეიმზ ჯოისი • კონსტანსა მარკიევიჩი • შერონ კორი • პატრიკ პირსი • მაიკლ ჯონ კოლინსი | |
საერთო მოსახლეობა | |
სულ : 8 500 000. (წარმომავლობის ჩათვლით 80 000 000) | |
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით | |
ირლანდია | 4,500,000 |
აშშ | 36,495,800[1] |
გაერთიანებული სამეფო | 6,000,000[2] |
ავსტრალია | 5,900,000[3] |
კანადა | 4,354,155[4] |
არგენტინა | 1,000,000[5] |
მექსიკა | 600,000[6] |
ენები | ირლანდიური, ინგლისური |
რელიგიები | კათოლიციზმი, პროტესტანტიზმი |
ირლანდიური ეროვნული სამოსი - ერთფეროვანი (ჩვეულებრივ ნარინჯისფერი) ქვედაბოლო (კილტი), გრძელი ქურთუკი, ღია ფერის პერანგი საყელოს გარეშე, დიდი მაუდის ბერეტი - პრაქტიკულად დაკარგა მნიშვნელობა. მხოლოდ მეგუდასტვირეების ორკესტრის მუსიკოსები იცვამენ სტილიზირებულ ხალხურ კოსტიუმს. სადღესასწაულო ჩაცმულობაში ჭარბობს მწვანე ფერი, რომელიც ეროვნულ ფრად ითვლება.
ირლანდიელების უმრავლესობა სოფლებში ცხოვრობს, თუმცა ქალაქის მოსახლეობა იზრდება. სოფლის მეურნეობაში, დომინირებს მეცხოველეობა (მსხვილი პირუტყვი, ცხვარი). მოყავთ ხორბალი, ქერი, შვრია, და კარტოფილი. ასევე განვითარებულია მეთევზეობა.
საკვებში ტრადიციულად დიდი ადგილი უკავია კარტოფილის კერძებს, რძის პროდუქტებს, შვრიის ფაფას, და თევზს. განსაკუთრებით პოპულარული სასმელია - ჩაი.
ირლანდიური გვარების უმრავლესობას აქვს თავსართი Mac ან O' მაკ - ვაჟი, ო' - შვილიშვილი (მაგალითად, O'Neill „ო'ნილ-ი“ - ნილის კლანის შვილიშვილი).
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.