From Wikipedia, the free encyclopedia
სეიდუ კეიტა (ფრანგ. Seydou Keita; დ. 16 იანვარი, 1980, ბამაკო) — მალელი ფეხბურთელი. თამაშობს ნახევარმცველის პოზიციაზე. ასპარეზობს ასევე როგორც ცენტრალური ან ჩამშლელი ნახევარმცველი. საფეხბურთო კარიერა დაიწყო მარსელის ოლიმპიკში, კლუბში ერთი სეზონი ჩაატარა და გადავიდა საფეხბურთო კლუბ ლორიანში. არაერთი წარმატებული სეზონი ჩაატარა ლანსში, სადაც 156 მატჩი 19 გოლის გატანა მოახერხა. 2007 წელს სეიდუ კეიტა გადაიბირა ესპანურმა სევილიამ. თუმცა სევილიაში იგი მხოლოდ ერთ წელიწადს გაჩერდა. 2008 წლიდან კეიტა თამაშობდა საფეხბურთო კლუბ ბარსელონაში 15 ნომრით. პირველი გოლი კატალონიელთა შემადგენლობაში კეიტამ გაიტანა 2008 წლის 16 ნოემბერს, უელვას კარში.[1]ის თამაში ბარსელონამ 2-0 მოიგო. პირველ სეზონში ბარსელონას რიგებში 46 ოფიციალური მატჩი ჩაატარა. 2009 წლის 25 ოქტომბერს კეიტამ სარაგოსასთან შეხვედრაში კარიერაში პირველი ჰეტ-ტრიკი შეასრულა.[2] ბარსელონაში დარჩა 2012 წლამდე. მალის საფეხბურთო ეროვნულ ნაკრებში კეიტას დებიუტი შედგა 1998 წელს.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
დაბადების თარიღი | 16 იანვარი, 1980 | ||
დაბადების ადგილი | ბამაკო, მალი | ||
სიმაღლე | 1.83 მ | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1995–1997 | სალიფ კეიტას ცენტრი | ||
1997–1999 | მარსელის ოლიმპიკი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1999–2000 | მარსელის ოლიმპიკი | 6 | (0) |
2000–2002 | ლორიანი | 58 | (1) |
2002–2007 | ლანსი | 157 | (19) |
2007–2008 | სევილია | 31 | (4) |
2008–2012 | ბარსელონა | 119 | (16) |
2012–2013 | დალიან აერბინი | 37 | (10) |
2014 | ვალენსია | 11 | (1) |
2014–2016 | რომა | 46 | (3) |
2016–2017 | ელ-ჯაიში | 16 | (6) |
სულ | 481 | (60) | |
ეროვნული ნაკრები | |||
1998–2015 | მალი | 102 | (25) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 16 აპრილი, 2017 |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.