![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/f/fb/Samuel_2011.jpg/640px-Samuel_2011.jpg&w=640&q=50)
სამუელ ეტო’ო
From Wikipedia, the free encyclopedia
სამუელ ეტო’ო ფილსი (დ. 10 მარტი, 1981, დუალა, კამერუნი) — კამერუნელი ფეხბურთელი, თავდამსხმელი. ეტოოს უთამაშია ისეთ კლუბებში, როგორიცაა: „რეალი“, „ბარსელონა“, „ინტერი“, „ჩელსი“, „ევერტონი“ და ა.შ. 2003, 2004, 2005 და 2010 წლებში მოიპოვა აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება. ასევე დაიკავა მესამე ადგილი ფიფა-ს წლის ფეხბურთელის ტიტულის ნომინანტთა შორის 2005 წელს.
![]() ეტოო 2011 წელს | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | სამუელ ეტოო ფილსი | ||
დაბადების თარიღი | 10 მარტი, 1981 (1981-03-10) (43 წლის) | ||
დაბადების ადგილი | დუალა, კამერუნი | ||
სიმაღლე | 180 სმ. | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1992-1996 | კაჯის სპორტული აკადემია | ||
1996-1997 | რეალი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1997-2000 | რეალ მადრიდი | 3 | (0) |
1997-1998 | → ლეგანესი | 30 | (4) |
1999 | → ესპანიოლი | 0 | (0) |
2000 | → მალიორკა | 19 | (6) |
2000-2004 | მალიორკა | 120 | (48) |
2004-2009 | ბარსელონა | 145 | (108) |
2009-2011 | ინტერი | 67 | (33) |
2011-2013 | ანჟი | 53 | (25) |
2013-2014 | ჩელსი | 21 | (9) |
2014-2015 | ევერტონი | 14 | (3) |
2015 | სამპდორია | 18 | (2) |
2015-2018 | ანთალიასფორი | 76 | (44) |
2018 | კონიასფორი | 13 | (6) |
2018-2019 | კატარ სკ | 17 | (6) |
სულ | 587 | (293) | |
ეროვნული ნაკრები | |||
2000 | კამერუნი 23 წლ. | 6 | (1) |
1997-2014 | კამერუნი | 118 | (56) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
2015-2016 | ანთალიასფორი | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
„ბარსელონაში“ გატარებული 5 სეზონის მანძილზე ეტოომ 100-ზე მეტი გოლის გატანა მოახერხა. ის არის ლა ლიგის რეკორდსმენი, როგორც აფრიკელ ფეხბურთელთა შორის ყველაზე მეტი ჩატარებული მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში. ეტოო გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ე.წ. ტრებლის (ჩემპიონატი, თასი, ჩემპიონთა ლიგა) მოგება ზედიზედ ორ სეზონში შეძლო (2009 წელს „ბარსელონაში“ და 2010 წელს „ინტერში“). ის გახდა ისტორიაში მეორე ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ორ ფინალში შეძლო გოლის გატანა. ასევე ის არის იმ ოთხ ფეხბურთელთა (ჟერარდ პიკე, პაულო სოუსა და მარსელ დესაი) შორის, რომელთაც ზედიზედ შეძლეს ჩემპიონთა ლიგის მოგება სხვადასხვა გუნდის შემადგენლობაში.