From Wikipedia, the free encyclopedia
ფიფა-ს წლის ფეხბურთელი (ინგლ. FIFA World Player of the Year) — ყოწელწლიური ჯილდო, რომელსაც მსოფლიოს წლის საუკეთესო ფეხბურთელ ქალს და მამაკაცს გადაეცემოდა ფიფას მიერ. საუკეთესო ფეხბურთელის შერჩევა ხდებოდა ფიფას წევრ ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებთა მწვრთნელების და კაპიტნების გამოკითხვის საფუძველზე. თითოეულ პიროვნებას საშუალება ჰქონდა დაესახელებინა სამი პიროვნება და მიენიჭებინა მათთვის 5, 3 ან 1 ქულა, გამარჯვებულის გამოვლენა ხდებოდა ქულების საერთო რაოდენობის საფუძველზე.
ჯილდო 1991 წლიდან ვაჟ ფეხბურთელებს გადაეცემოდათ, ხოლო 2001 წლიდან ასევე აჯილდოებდნენ ფეხბურთელ ქალებსაც. 2010 წლიდან ფიფას წლის საუკეთესო ვაჟი ფეხბურთელის დაჯილდოება და ფრანგული საფეხბურთო ჟურნალის France Football-ის თითქმის ანალოგიური ტიპის დაჯილდოება — ოქროს ბურთი (ფრანგ. Ballon D'or) გაერთიანდა ერთ საერთო დაჯილდოებად — ფიფა-ს ოქროს ბურთი, რომელმაც 2015 წლამდე იარსება. ამ პერიოდში ქალ ფეხბურთელებს კვლავ ძველებური სახით გადასცემდნენ ჯილდოს. 2016 წლიდან ფიფა-მ კვლავ დამოუკიდებელი დაჯილდოება დააარსა, ამჯერად ფიფა-ს საუკეთესო ფეხბურთელის სახელწოდებით.
ქვეყანა | პირველი ადგილი | მეორე ადგილი | მესამე ადგილი | |
---|---|---|---|---|
1 | ბრაზილია | 8 (1994, 1996, 1997, 1999, 2002, 2004, 2005, 2007) | 4 (1993, 1997, 1998) | 3 (2000, 2003, 2006) |
2 | საფრანგეთი | 3 (1998, 2000, 2003) | 4 (1991, 2003, 2004, 2006) | 2 (1997*, 2002) |
3 | პორტუგალია | 2 (2001, 2008) | 2 (2000, 2009) | 1 (2007) |
4 | იტალია | 2 (1993, 2006) | 1 (1995) | 1 (1994) |
5 | არგენტინა | 1 (2009) | 2 (2007, 2008) | 1 (1999) |
6 | გერმანია | 1 (1991) | 1 (2002) | 2 (1992, 1995) |
7 | ლიბერია | 1 (1995) | 1 (1996) | 0 |
8 | ნიდერლანდები | 1 (1992) | 0 | 2 (1993, 1997*) |
9 | ინგლისი | 0 | 3 (1999, 2001, 2005) | 2 (1991, 1996) |
10 | ბულგარეთი | 0 | 2 (1992, 1994) | 0 |
11 | ესპანეთი | 0 | 0 | 3 (2001, 2008, 2009) |
12 | ხორვატია | 0 | 0 | 1 (1998) |
12 | უკრაინა | 0 | 0 | 1 (2004) |
12 | კამერუნი | 0 | 0 | 1 (2005) |
* როდესაც ერთ პოზიციაზე რამდენიმე ფეხბურთელი მოხვდა თანაბარი ქულებით
ფეხბურთელი | 1-ლი | მე-2 | მე-3 |
---|---|---|---|
მარტა | 5 (2006, 2007, 2008, 2009, 2010) | 4 (2005, 2011, 2012, 2014) | 2 (2004, 2013) |
ბირგიტ პრინცი | 3 (2003, 2004, 2005) | 5 (2002, 2007, 2008, 2009, 2010) | — |
მია ჰემი | 2 (2001, 2002) | 2 (2003, 2004) | — |
ები ვამბახი | 1 (2012) | 1 (2013) | 2 (2011, 2014) |
ჰომარე სავა | 1 (2011) | — | — |
ნადინე ანგერერი | 1 (2013) | — | — |
ნადინე კესლერი | 1 (2014) | — | — |
კარლი ლოიდი | 1 (2015) | — | — |
პორტალი ფეხბურთი — დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები ფეხბურთზე. |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.