From Wikipedia, the free encyclopedia
საზოგადოებრივი ცენტრი — სახელმწიფოს ინოვაციური პროექტი საქართველოში. თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი სივრცე, სადაც მომხმარებელს შეუძლია სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით სარგებლობა. საზოგადოებრივი ცენტრის კონცეფცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ შეიმუშავა. ცენტრში შესაძლებელია სერვისების განვითარების სააგენტოს, საჯარო რეესტრის, ეროვნული არქივის, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და შპს მექანიზატორის სერვისებით სარგებლობა.
საზოგადოებრივი ცენტრი | |
უწყების შესახებ | |
---|---|
შეიქმნა | 2012 წელი |
ზემდგომი უწყება | სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო |
საიტი | |
www.centre.gov.ge |
ცენტრში განთავსებულია მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ოფისი. მოქალაქეთათვის ხელმისაწვდომია უფასო ინტერნეტი, კომპიუტერები, ვიდეოკონფერენციის აპარატურა და თანამედროვე ელექტრონული ბიბლიოთეკა. აქვე არის გამოყოფილი ადგილი ბანკომატისა და გადახდის აპარატისათვის, რომელთა გამოყენებაც ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი. ცენტრებში არის ასევე შეხვედრების ოთახი, რომლის გამოყენებაც სამოქალაქო საზოგადოებას, ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შეუძლიათ ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციის წარსამართად, მათთვის ახალი სერვისების, ინიციატივების, საკანონმდებლო ცვლილებების გასაცნობად და მოსახლეობის ინფორმირებულობის ასამაღლებელი სხვადასხვა ღონისძიებების ჩასატარებლად.
ამჟამად საქართველოში 33 საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს:
2016 წელს გაიხსნება:
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო აქტიურად მუშაობს ადგილობრივი თვითმმართველობების შესაძლებლობების გაზრდის ხელშესაწყობად. საქართველოს მთავრობამ განახორციელა რეფორმები საჯარო სექტორში თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით. შედეგად, ქალაქებსა და მუნიციპალურ ცენტრებში, მოსახლეობას საშუალება აქვს, ისარგებლოს ხარისხიანი სერვისებით, თუმცა სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ხელმისაწვდომობა სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ სერვისებზე დაბალია.
2011 წლიდან სააგენტო ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“. პროექტი მიზნად ისახავს ადგილობრივი თვითმმართველობების შესაძლებლობების განვითარებას, თვითმმართველ ერთეულებში მმართველობის გაუმჯობესების, ადგილობრივი მოსახლეობისათვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდების და ადგილობრივი ინფრსტრუქტურის განვითარების გზით.
საზოგადოებრივი ცენტრის მეშვეობით მოსახლეობას საშუალება აქვს, სოფლიდან გაუსვლელად ისარგებლოს საჯარო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით. საზოგადოებრივი ცენტრის მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს ეროვნული არქივის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სოციალური მომსახურების სააგენტოს და შპს მექანიზატორის სერვისებით, ცენტრში ასევე წარმოდგენილი არიან კერძო კომპანიები „მაგთიკომი“ და „ლიბერთი ბანკი“.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.