სოფელი საქართველოში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში. From Wikipedia, the free encyclopedia
უსახელო — სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში (ნიგოზეთის თემი). მდებარეობს ჭიათურის პლატოზე. ზღვის დონიდან 840 მეტრი, ჭიათურიდან 13 კილომეტრი.
სოფელი | |
---|---|
უსახელო | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ჭიათურის მუნიციპალიტეტი |
თემი | ნიგოზეთი |
კოორდინატები | 42°14′05″ ჩ. გ. 43°21′56″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 840 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 952[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,8 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
სოფელი ორ ნაწილად, ქვედა და ზედა უსახელოდ იყოფა. მოსახლეობის უმეტესობა მისდევს მესიმინდეობას, მეცხოველეობას, მევენახეობას და მებოსტნეობას. მოჰყავთ რამდენიმე სახის ბოსტნეული, მათგან აღსანიშნავია პრასი, რომლის სამშობლოდ ითვლებიან ხმელთაშუაზღვისპირა ქვეყნები. სოფელში ყველაზე გავრცელებული გვარებია: პაპიძე, ცერცვაძე, სამხარაძე, ტეფნაძე, კუსიანი და წერეთელი. აქ არის ორი ეკლესია: მთავარანგელოზის ეკლესია ქვედა უსახელოში (ფაქტობრივად ნანგრევებად ქცეული), რომელიც წარმოადგენს ერთავიან ბაზილიკას, და წითელი ეკლესია ზედა უსახელოში, რომელიც აღადგინეს 2015-2016 წლებში. სოფელში მდებარეობს ორი საჯარო სკოლა, რომლებიც ქვედა და ზედა უსახელოებზეა გადანაწილებული. სოფლისთვის დამახასიათებელია ზემო იმერეთის მთიანი ნაწილის კლიმატი: ზამთარში უხვი თოვლი, ხოლო ზაფხულში შუადღეს სითბო, საღამოს კი სიგრილე.[2]
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 952 ადამიანი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.