![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1e/Russian_language_status_and_proficiency_in_the_World.svg/langka-640px-Russian_language_status_and_proficiency_in_the_World.svg.png&w=640&q=50)
რუსული ენა
From Wikipedia, the free encyclopedia
რუსული ენა (რუს. русский язык [ˈru.skʲɪj jɪˈzɨk], აგრეთვე რუსული, უწინ დიდრუსულ, ან ველიკორუსულ ენად წოდებული) — რუსი ხალხის ეროვნული ენა.
სწრაფი ფაქტები
რუსული ენა რუს. русский язык | |
გავრცელებულია | რუსეთი, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, ისრაელი, აშშ |
მოლაპარაკეთა რაოდენობა | მშობლიური ენა: 164 მლნ. მეორე ენა: 114 მლნ. (2006) სულ: 300 — 350 მლნ.
|
ოფიციალური სტატუსი | ![]() ![]() ![]() ![]() არაღიარებული ქვეყნები: ![]() ![]() ![]() ![]() ორგანიზაციები: გაერო იუნესკო დსთ ევრაზესი შთო სუამი |
ლინგვისტური კლასიფიკაცია | ინდოევროპული ოჯახი:
|
დამწერლობის სისტემა | კირილიცა |
ენის კოდები | ISO 639-1: ru ISO 639-2: rus ISO 639-3: rus |
რუკა | |
![]()
| |
ვიკისივრცე | |
ენის თარგი | {{Lang-ru}} |
|
დახურვა
რუსული ენა სლავურ ენებს მიეკუთვნება. იგი უკრაინულ (უწინ მცირერუსულად, ან მალოროსიულ ენად წოდებულ), ბელარუსულ და აგრეთვე ნაკლებად ცნობილ რუსინულთან ერთად ჰქმნის აღმოსავლეთსლავურ ენათა ჯგუფს. რუსული ენა მოსაუბრეთა რაოდენობის მიხედვით ერთ-ერთი ყველაზე დიდი ენაა მსოფლიოში, ხოლო სლავურ ენათა შორის იგი არის ყველაზე დიდი. რუსული ენა გამოიყენებს კირილურ ანბანს, ანუ ე.წ. კირილიცას. რუსული სალიტერატურო ენის სტანდარტული ვარიანტი ეფუძნება მოსკოვის ოლქის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ე.წ. შუა რუსულ დიალექტსა და მის კილო-კავებს.