ვიკიპედია
მრავალენოვანი თავისუფალი ონლაინენციკლოპედია / From Wikipedia, the free encyclopedia
ვიკიპედია (ინგლ. Wikipedia) — მრავალენოვანი, თავისუფალი ვიკი-ენციკლოპედია. გაიშვა 2001 წლის 15 იანვარს, როგორც ინგლისურენოვანი პროექტი ონლაინ-ენციკლოპედიისა, რომელშიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შეიტანოს ცვლილებები და დამატებები. პროექტს მართავს ამერიკული არამომგებიანი ფონდი ვიკიმედია.
ვიკიპედია | |
---|---|
საიტი | www.wikipedia.org |
საიტის ტიპი | ინტერნეტ-ენციკლოპედია |
რეგისტრაცია | არასავალდებულო |
ხელმისაწვდომი ენა | მრავალენოვანი |
მფლობელი | ფონდი ვიკიმედია |
შემქნელი | ჯიმი უელსი |
შემოსავალი | არაკომერციული |
პროექტის მიზანია შეიქმნას სრული, მიუკერძოებელი, საავტორო უფლებებისაგან თავისუფალი ენციკლოპედია მსოფლიოს ყველა ენაზე. ვიკიპედიამ ინტერნეტის მომხმარებელთა შორის პოპულარობა მოიპოვა და შემდეგ, გაჩნდა მისი ვარიანტები სხვა ენებზე, მათ შორის ქართულ ენაზეც. ამ დროისთვის ქართულ ვიკიპედიაში 173 361 სტატიაა.
ინგლისურენოვანი განყოფილება დღეისათვის ყველაზე დიდია და შეიცავს 6 მილიონზე მეტ სტატიას. მას მოჰყვებიან: ნიდერლანდური, გერმანული, შვედური, ფრანგული, იტალიური, რუსული, ესპანური, პოლონური, იაპონური და ვიეტნამური ვიკიპედიები მილიონზე მეტი სტატიით, პორტუგალიური, ჩინური და უკრაინული ვიკიპედიები ნახევარ მილიონზე მეტი სტატიით. სულ ვიკიპედია 299 ენაზე მუშავდება.[1]