![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/7/77/Wikipedia-logo-v2-ru.svg/langka-640px-Wikipedia-logo-v2-ru.svg.png&w=640&q=50)
რუსული ვიკიპედია
From Wikipedia, the free encyclopedia
რუსული ვიკიპედია (რუს. Русская Википедия) — ვიკიპედიის განყოფილება რუსულ ენაზე. გაეშვა 2001 წლის 20 მაისიდან. რუსული ვიკიპედია 2012 წლის დასაწყისისათვის 814 000 სტატიაზე მეტს შეიცავდა. 2008 წელს გახდა ზომით მე-10 ყველაზე დიდი ვიკიპედია, 2011 წლის თებერვლისთვის კი მე-8 ადგილზე გადაინაცვლა. 2011 წლის აგვისტოსთვის სტატიათა რიცხვი 750 000 -ს გადასცდა. 2011 წლის 20 სექტემბერს რუსულმა ვიკიპედიამ სტატიების რაოდენობის მხრივ უკან ჩამოიტოვა იაპონური ვიკიპედია და მე-7 ადგილზე გადაინაცვლა, მაგრამ იმავე წლის 21 ოქტომბერს მას ჰოლანდიურმა ვიკიპედიამ გაასწრო.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/8/82/Wiki.500.000.png)
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/4/44/Ruwklogo1M_3.png)
![]() Русская Википедия | |
---|---|
![]() | |
![]() | |
მისამართი: | ru.wikipedia.org |
კომერციული: | არა |
საიტის ტიპი: | ქსელური ენციკლოპედია |
რეგისტრაცია: | არა არის სავალდებულო |
ენა: | რუსული |
მფლობელი: | ფონდი ვიკიმედია |
მუშაობის დაწყება: | 2001 წლის 20 მაისი |
სტატიების რაოდენობა: | 1 975 853 |
გვერდების რაოდენობა: | 7 954 287 |
რედაქტირებების რაოდენობა: | 137 100 724 |
დარეგისტრირებული მომხმარებელი: | 3 568 567 |
აქტიური მომხმარებელი: | 9 803 |
ადმინისტრატორი: | 67 |
სიღრმე: | 157.8 |
სლავურენოვან ვიკიპედიებს შორის სიდიდით მეორეა პოლონური ვიკიპედიის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელს სიღრმის მაჩვენებლით რვაჯერ უსწრებს. ასევე, რუსული ვიკიპედია უდიდესია კირილიცაზე არსებულ ვიკიპედიებს შორის.
2013 წლის 11 მაისს, სტატიათა რაოდენობამ რუსულ ვიკიპედიაში 1 მილიონს მიაღწია.[1]