![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/a/a2/Rusyn_flag.svg/langka-640px-Rusyn_flag.svg.png&w=640&q=50)
რუსინები
From Wikipedia, the free encyclopedia
რუსინები (რუსინ. Русини, უკრ. русини, სლოვაკ. Rusíni, პოლ. Rusini, სერბ. Русини, Rusini) — აღმოსავლეთსლავური ეთნიკური ჯგუფი[8][9][10][11], ძირითადად ცხოვრობენ აღმოსავლეთ ევროპაში. ენციკლოპედიების ნაწილი მათ მიიჩნევს უკრაინელებად[8][9][10][11], ნაწილი კი მათ განიხილავს, როგორც ცალკე ეთნიკურ ჯგუფს[12][13][14][15][16][17]. ამავე დროს თავად რუსინების და რუსინული ორგანიზაციების ნაწილი საკუთარ თავს მიიჩნევენ ცალკე ეთნოსად[18][19][20][21][22][23][24][25]. სსრკ-ში რუსინებს მიიჩნევდნენ (უკრაინაში ახლაც ასე მიიჩნევენ) უკრაინელების ეთნიკურ ჯგუფად.
რუსინები Русини | |
---|---|
![]() რუსინების დროშა | |
საერთო მოსახლეობა | |
75,000–85,000 | |
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით | |
![]() |
33,482[1] |
![]() |
14,246[2] |
![]() |
10,183[3] |
![]() |
3,882[4] |
![]() |
2,879[5] |
![]() |
1,109[6] |
![]() |
638–10,531[7] |
ენები | რუსინული, უკრაინული, რუსული |
რელიგიები | მართლმადიდებლობა, კათოლიციზმი |
რუსინები ცხოვრობენ უკრაინის ზაკარპატიის ოლქში, აღმოსავლეთ სლოვაკეთში და პოლონურ ბესკიდებში. ნაწილი რუსინებისა ცხოვრობს ქვეყნებში სადაც ისინი გადასახლდნენ XX საუკუნის განმავლობაში – უნგრეთი, სერბეთი (ვოევოდინაში, სადაც მათი ენა რეგიონის ერთ-ერთ ოფიციალურ ენადაა აღიარებული), რუმინეთი, მოლდოვა, ხორვატია, აშშ, კანადა, ავსტრალია, რუსეთი.