From Wikipedia, the free encyclopedia
რუსინები (რუსინ. Русини, უკრ. русини, სლოვაკ. Rusíni, პოლ. Rusini, სერბ. Русини, Rusini) — აღმოსავლეთსლავური ეთნიკური ჯგუფი[8][9][10][11], ძირითადად ცხოვრობენ აღმოსავლეთ ევროპაში. ენციკლოპედიების ნაწილი მათ მიიჩნევს უკრაინელებად[8][9][10][11], ნაწილი კი მათ განიხილავს, როგორც ცალკე ეთნიკურ ჯგუფს[12][13][14][15][16][17]. ამავე დროს თავად რუსინების და რუსინული ორგანიზაციების ნაწილი საკუთარ თავს მიიჩნევენ ცალკე ეთნოსად[18][19][20][21][22][23][24][25]. სსრკ-ში რუსინებს მიიჩნევდნენ (უკრაინაში ახლაც ასე მიიჩნევენ) უკრაინელების ეთნიკურ ჯგუფად.
რუსინები Русини | |
---|---|
რუსინების დროშა | |
საერთო მოსახლეობა | |
75,000–85,000 | |
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით | |
სლოვაკეთი | 33,482[1] |
სერბეთი (ვოევოდინა) | 14,246[2] |
უკრაინა | 10,183[3] |
უნგრეთი | 3,882[4] |
ხორვატია | 2,879[5] |
ჩეხეთი | 1,109[6] |
პოლონეთი | 638–10,531[7] |
ენები | რუსინული, უკრაინული, რუსული |
რელიგიები | მართლმადიდებლობა, კათოლიციზმი |
რუსინები ცხოვრობენ უკრაინის ზაკარპატიის ოლქში, აღმოსავლეთ სლოვაკეთში და პოლონურ ბესკიდებში. ნაწილი რუსინებისა ცხოვრობს ქვეყნებში სადაც ისინი გადასახლდნენ XX საუკუნის განმავლობაში – უნგრეთი, სერბეთი (ვოევოდინაში, სადაც მათი ენა რეგიონის ერთ-ერთ ოფიციალურ ენადაა აღიარებული), რუმინეთი, მოლდოვა, ხორვატია, აშშ, კანადა, ავსტრალია, რუსეთი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.