From Wikipedia, the free encyclopedia
ბესკიდები (უკრ. Бескиди, პოლ. Beskidy, ჩეხ. Beskydy) — დასავლეთ და ნაწილობრივ აღმოსავლეთ კარპატების ჩრდილოეთ ნაწილში ქედების ზოლი პოლონეთის, უკრაინის, სლოვაკეთისა და ჩეხეთის ტერიტორიებზე. იყოფა დასავლეთ და აღმოსავლეთ ბესკიდებად. აღმოსავლეთი ბესკიდები ვრცელდება პოლონეთში, უკრაინასა და სლოვაკეთში. შედგება ორი ძირითადი ნაწილისაგან: აღმოსავლეთით ბეშჩადი (მთა ტარნიცა, 1348 მ) და დასავლეთით დაბალი ბესკიდები (მთა ლაცკოვა, 997 მ). აკუთვნებენ აგრეთვე ონდავის მაღლობსა და უკრაინის კარპატების ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს, ეგრეთ წოდებულ დნესტრის ბესკიდებს (მთა მაგურა, 1363 მ). დასავლეთი ბესკიდები განფენილია პოლონეთში, სლოვაკეთსა და ჩეხეთში. იყოფა ორ ნაწილად: დასავლეთით მორავია-სილეზიის ბესკიდები (მთა ლისა-გურა, 1323 მ) და აღმოსავლეთით მაგურის ბესკიდები (მთა ბაბია-გურა, 1725 მ). ბესკიდები აგებულია ცარცული და მესამეული ქვიშაქვებითა და ფიქლებით. კალთებზე 1400 მ-მდე შერეული და წიწვოვანი ტყეებია, ზემოთ — ტანბრეცილი ტყე და სუბალპური მდელოები.
ბესკიდები | |
---|---|
კოორდინატები: 49°25′00″ ჩ. გ. 20°15′00″ ა. გ. | |
ქვეყანა | პოლონეთი უკრაინა სლოვაკეთი ჩეხეთი |
უმაღლესი წერტილი | ბაბია-გურა |
სიმაღლე | 1725 მ |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.