![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/4/44/Ukrainians_in_national_costumes.jpg/640px-Ukrainians_in_national_costumes.jpg&w=640&q=50)
უკრაინელები
From Wikipedia, the free encyclopedia
უკრაინელები (უკრ. українці) — ხალხი, უკრაინის ძირითადი მოსახლენი (37,42 მლნ). ცხოვრობენ აგრეთვე რუსეთის ფედერაციაში (4362,8 ათ.), ყაზახეთში (896,2 ათ.), მოლდოვაში (600,3 ათ.), ბელარუსში (291 ათ.), უზბეკეთში (153,2 ათ.), ყირგიზეთში (108 ათ.), ლატვიაში (92,1 ათ.); კანადაში (530 ათ.), აშშ-ში (500 ათ.), პოლონეთში (300 ათ.), არგენტინაში (100 ათ.). მიეკუთვნება ევროპეიდული რასის შუაევროპულ შტოს. იყოფიან ეთნიკურ ჯგუფებად - ლიტვინები, პოლეშჩუკები, გუცულები, ბოიკები, ლემკები.
- სახელები: უკრაინულად - Українці; რუსულად - украинцы; ფრანგულად - Ukrainiens.
- საერთო რაოდენობა: 46 მლნ.
- ენა: უკრაინული, ფართოდაა გავრცელებული რუსული.
- მორწმუნეები: მართლმადიდებლები, ნაწილი - უნიატები.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/4/44/Ukrainians_in_national_costumes.jpg/320px-Ukrainians_in_national_costumes.jpg)