From Wikipedia, the free encyclopedia
რაინი-მაასი-შელდის დელტა (გერმ. Rhein-Maas-Delta; ნიდერლ. Rijn-Maas-Scheldedelta) — მდინარეების რაინის, მაასისა და შელდის შეერთების შედეგად წარმოქმნილი ფართო დელტა ნიდერლანდებსა და ბელგიაში. დელტის წარმოქმნას ხელი შეუწყო მრავალრიცხოვანმა კუნძულებმა, ტოტებმა და არხებმა, რომლებიც ქმნიან ერთიან წყლის ნაკადს. წარმოადგენს მნიშვნელოვან სანაოსნო გზას, რის გამოც დიდი ეკონომიკური მნიშვნელობა ენიჭება. შესართავი გაშლილია ჩრდილოეთის ზღვისკენ. ნავსადგურებიდან აღსანიშნავია: როტერდამი (ნიდერლანდები), ანტვერპენი (ბელგია), ამსტერდამი (ამსტერდამ-რაინის არხი), გენტი (გენტი-ტერნეზენის არხი). ტერიტორია დატბორვისგან დაცულია (დელტაპროექტის ფარგლებში). რაინის დელტა 2 ბიფურკაციით არის განსაზღვრული.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.