პორტალი:ომი/იცოდით, რომ/არქივი/2010
From Wikipedia, the free encyclopedia
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/ka/thumb/f/fd/Geolegion3.jpg/320px-Geolegion3.jpg)
- ...საბჭოთა და ბრიტანულმა ჯარებმა ირანის ოპერაცია დაიწყეს ბრიტანეთისთვის ნავთობის, ხოლო საბჭოთა კავშირისთვის ერთობ საჭირო ლენდ-ლიზის მოწოდების უზრუნველსაყოფად მეორე მსოფლიო ომის პერიოდში...
- ...ვერმახტის ერთადერთი არაგერმანული ლეგიონი, რომელსაც რკინის ჯვრის ტარების უფლება ჰქონდა, ქართული ლეგიონი (სურათზე) იყო...
- ...აკაკი წერეთელმა რუსეთ-იაპონიის ომში რუსეთის დამარცხებისთვის იაპონელ სარდალს, ოიამა ივაოს, ლექსი ,,ოი, ამას ვენაცვალე!" მიუძღვნა....
- ...1796 წლის რუსეთ-სპარსეთის ომი რუსეთის მეფე პავლე I-მა ტახტზე ასვლიდან ერთ თვეში გააუქმა...
- ...აზერბაიჯანისა და სომხეთის თანამედროვე ტერიტორიები რუსმა მთავარსარდალმა ივანე პასკევიჩმა სპარსეთს წაართვა 1826-28 წლების რუსეთ-სპარსეთის ომში...
- ...გოთების ომის პერიოდში IV საუკუნეში, გოთებმა რომის იმპერატორი მოკლეს, რომის არმია გაანადგურეს და რომაელთა ბალკანეთის დიდი ნაწილი ააოხრეს...
- ...ყივჩაღთა კლანის რამდენიმე თურქული მომთაბარე ტომი საქართველოში დასახლდა 1118 წელს და ქართულ ჯარში მსახურობდა თითქმის ორი საუკუნე...
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/2/24/%D0%92%D0%B0%D0%B6%D0%BA%D0%B8%D0%B9_%D1%82%D0%B0%D0%BD%D0%BA_%D0%A2-10_%D0%B7%D1%80%D0%B0%D0%B7%D0%BA%D0%B0_1955_%D1%80%D0%BE%D0%BA%D1%83_%28%D0%BC%D1%83%D0%B7%D0%B5%D0%B9_%D0%92%D0%B5%D0%BB%D0%B8%D0%BA%D0%BE%D1%97_%D0%92%D1%96%D1%82%D1%87%D0%B8%D0%B7%D0%BD%D1%8F%D0%BD%D0%BE%D1%97_%D0%B2%D1%96%D0%B9%D0%BD%D0%B8%2C_%D0%9A%D0%B8%D1%97%D0%B2%29.jpg/640px-%D0%92%D0%B0%D0%B6%D0%BA%D0%B8%D0%B9_%D1%82%D0%B0%D0%BD%D0%BA_%D0%A2-10_%D0%B7%D1%80%D0%B0%D0%B7%D0%BA%D0%B0_1955_%D1%80%D0%BE%D0%BA%D1%83_%28%D0%BC%D1%83%D0%B7%D0%B5%D0%B9_%D0%92%D0%B5%D0%BB%D0%B8%D0%BA%D0%BE%D1%97_%D0%92%D1%96%D1%82%D1%87%D0%B8%D0%B7%D0%BD%D1%8F%D0%BD%D0%BE%D1%97_%D0%B2%D1%96%D0%B9%D0%BD%D0%B8%2C_%D0%9A%D0%B8%D1%97%D0%B2%29.jpg)
- ...კომპიენის ალყა ჟანა დ'არკის ბოლო სამხედრო აქცია იყო...
- ...საბჭოთა მომღერალმა ლიდია რუსლანოვამ ორი კატიუშას აწყობა დააფინანსა, რომელიც მან 1942 წელს წითელ არმიას უსახსოვრა...
- ...ფარხორის ავიაბაზა, რომელიც დუშანბედან, ტაჯიკეთი, 130 კმ-ში მდებარეობს, ინდოეთის ერთადერთი სამხედრო ბაზაა მის ფარგლებს გარეთ...
- ...ძვ. წ. 430 წელს პელოპონესის ომში ათენის დამარცხების მთავარი მიზეზი ქალაქში გამძვინვარებული შავი ჭირი იყო...
- ...საბჭოთა არმიის საბრძოლო ტანკი „T-10“-ის (სურათზე) თავდაპირველი სახელი იყო „ის-10“ (იოსებ სტალინის საპატივცემლოდ), თუმცა სტალინის გარდაცვალების შემდეგ 1953 წელს მას სახელი შეუცვალეს...
- ...მიუნხენის საბჭოთა რესპუბლიკამ შვეიცარიას ომი გამოუცხადა, ვინაიდან მათ 600 ლოკომოტივი არ ათხოვეს...
![მიხეილ ვორონცოვის პორტრეტი ერმიტაჟის პორტრეტთა გალერეაში (1825)](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/5/5f/Dawe%2C_Mikhail_Vorontsov.jpg/640px-Dawe%2C_Mikhail_Vorontsov.jpg)
- ...შუშის ბრძოლა 1992 წლის მაისში სომხეთის შეიარაღებული ძალების პირველი მნიშვენლოვანი გამარჯვება იყო მთიანი ყარაბაღის ომში, რამაც კონფლიქტის ბედი შეაბრუნა...
- ...ოპერაცია სატურნით წითელმა არმიამ 1942-43 წლის ზამთარში აქსისის ძალები კავკასიიდან გადევნა მდინარე დონეცამდე...
- ...ინგლის-ზანზიბარის ომი უმოკლესი ომი იყო კაცობრიობის ისტორიაში და მხოლოდ 45 წუთს გაგრძელდა...
- ...თავადი მიხეილ ვორონცოვი ნაპოლეონის ომებში იბრძოდა, დააარსა ოდესა და 1844 წელს კავკასიაში რუსეთის შემოჭრას ხელმძღვანელობდა...
- ...ქართველთა აჯანყება ტექსელში ხანდახან ევროპაში მეორე მსოფლიო ომის ბოლო ბრძოლად მიიჩნევა...
- ...ანგოლას ომი დამოუკიდებლობისთვის 1961-დან 1989 წლამდე გრძელდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიამ ანგოლა 1975 წელს დატოვა...