ვერმახტი
From Wikipedia, the free encyclopedia
გერმანული ვერმახტი (გერმ. Deutsche Wehrmacht), ან შემოკლებით ვერმახტი (გერმ. Wehrmacht – Wehr — „იარაღი“, „თავდაცვა“; Macht — „ძალა“) ეწოდებოდა ნაცისტური გერმანიის შეიარაღებულ ძალებს 1935–1945 წლებში.
„ვერმახტი“ დაარსდა 1935 წლის 16 მარტს კანონით „შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის შესახებ“. იგი შედგებოდა 3 ნაწილისაგან:
- ჰეერი — სახმელეთო ჯარები
- კრიგსმარინე — სამხედრო-საზღვაო ძალები
- ლუფტვაფე — სამხედრო-საჰაერო ძალები