პინდოსი, პინდი (ძვ. ბერძნ. და ბერძ. Πίνδος) — ქედი ბალკანეთის ნახევარკუნძულის დასავლეთში, საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილში და ალბანეთში. ყველაზე დიდი მთათა სისტემა საბერძნეთში. მდებარეობს თესალიასა და ეპირს შორის, ბორა-დაგის ქედის სამხრეთ-დასავლეთით. შედგება რამდენიმე ქედისაგან, გაყოფილი ღრმა მდინარის ხეობებით. გადაჭიმულია ჩრდილოეთიდან სამხრეთით 200 კმ-ზე. სიმაღლე 2000 მ-ზე მეტი, უმაღლესი წერტილი — მთა ზმოლიკასი — 2637 მ. აგებულია ძირითადად კირქვებით, ასპიდური ფიქლებით, ქვიშაქვებითა და ფლიშით. განვითარებულია კარსტი. პინდოსი წყალგამყოფია ბალკანეთის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილის, იონიისა და ეგეოსის ზღვებს შორის.
პინდოსი | |
---|---|
პინდოსი | |
კოორდინატები: 40°05′20″ ჩ. გ. 20°55′31″ ა. გ. | |
ქვეყანა | საბერძნეთი ალბანეთი |
უმაღლესი წერტილი | ზმოლიკასი |
სიმაღლე | 2637 მ |
სიგრძე | 200 კმ |
პინდოსის ფერდობზე — არის ტროპიკული ბუჩქები, შერეული და წიწვოვანი ტყეები.
რესურსები ინტერნეტში
ლიტერატურა
- Краткая географическая энциклопедия. Том 3: М., 1962.
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.