ორგანული ქიმია
From Wikipedia, the free encyclopedia
ორგანული ქიმია — მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ნახშირბადის ნაერთებს,[1] გამონაკლისებია: ნახშირბადის ოქსიდები, ნახშირმჟავა, ნახშირმჟავას მარილების (კარბონატები), კარბიდები და ციანიდები ამ ნახშირბადის ნაერთებს შეისწავლის არაორგანული ქიმია. მეორე განმარტების თანახმად, ორგანული ქიმია არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ნახშირწყალბადებსა და მათ ნაწარმებს.
ნახშირბადის განსაკუთრებული ბუნება, რომლითაც იგი გამოირჩევა სხვა ქიმიური ელემენტებისაგან გამოიხატება ნახშირბადატომების ერთმანეთთან და სხვა ატომებთან შეერთებაში მარტივი, ორმაგი და სამმაგი ბმით. გარდა ამისა, ნახშირბადს აქვს უნარი წარმოქმნას მდგრადი გრძელი, სწორი და განტოტვილჯაჭვიანი ნაერთები. ეს ნაერთები შეიძლება იყოს ღია და დახურულჯაჭვიანი. ღია და დახურულჯაჭვიან ნაერთებში ნახშირბადი შეიძლება უშუალოდ იყოს დაკავშირებული სხვა ელემენტის ატომებთან ანუ ჰეტეროატომებთან როგორებიც არის მაგალითად ჟანგბადი, გოგირდი, აზოტი, ფოსფორი და სხვა.
გარდა ამისა თანამედროვე კვლევების დროს ყურადღება გამახვილებული არის ორგანომეტალურ ნივთიერებებზე, ორგანული ნაერთები რომლებიც შეიცავენ ლითონებს მაგალითად ლანთანოიდებს, მაგრამ განსაკუთრებით გარდამავალ ლითონებს როგორებიცაა თუთია, სპილენძი, პალადიუმი, ნიკელი, კობალტი, ტიტანი და ქრომი.
ორგანული ნივთიერება შეისწავლის ორგანულ ნივთიერებებს განსხვავებით არაორგანული ქიმიისგან.
ორგანული და არაორგანული ქიმიის გაყოფა მომდინარეობს იქიდან, რომ მე-19 საუკუნის დასაწყისამდე ფიქრობდნენ, რომ არაორგანული ნაერთებისაგან განსხვავებით, შეუძლებელი იყო ორგანული ნაერთების წარმოქმნა ე.წ. სასიცოცხლო ძალის გამოყენების გარეშე. მას შემდეგ რაც 1828 წელს ფრიდრიხ ვიოლერმა ასინთეზა შარდოვანა.[2][3] ზემოხსენებულ შეხედულებას საფუძველი გამოეცალა. თუმცაღა ორგანული ქიმიისა და არაორგანულ ქიმიის დარგები გაყოფილი დარჩა. ეს შეიძლება გამართლდეს იმით, რომ ორგანული ნაერთები არაორგანული ნაერთებისაგან დიდად განსხვავდებიან მრავალმხრივ — შედარებით ნაკლები მდგრადობა ტემპერატურისადმი, მათი მიღებისა და შესწავლის ხერხების თავისებურება და ა. შ.
ორგანული ნაერთები მნიშვნელოვანია ყველა ცოცხალი ორგანიზმისთვის რათა მათ იარსებონ, მაგრამ ასევე ისინი წარმოადგენენ მრავალი კომერციული პროდუქტის საფუძველს მედიკამენტებში, ნავთობქიმიაში, აგროქიმიაში. მათგან მზადდება საპოხი მასალები, ორგანული გამხსნელები, საწვავები, პოლიმერები ასაფეთქებლები და სხვა უამრავი პროდუქტი. ორგანული ქიმია მოიცავს არა მარტო ორგანულმეტალურ ქიმიას და ბიოქიმიას, არამედ პოლიმერების ქიმიას, ნივთიერების თვისებებს და ფარმაცეპტიკულ ქიმიას[1].
ხაზოვანი | ბურთულოვან-ღეროვანი | სივრცე შევსებული |
სტეროიდული ჰორმონის 5α-დიჰიდროპროგესტერონის(5α-DHP) ორგანული მოლეკულის წარმოდგენა სამი სხვადასხვა სახით.მოლეკულები რომლებიც გვიჩვენებენ ფერს, ნახშირბადის ატომები აღნიშნულია შავი ფერით, წყალბადები ნაცრისფერით, ხოლო ჟანგბადები წითლით. მოლეკულა რომელიც არ გვიჩვენებს ფერებს, მაგალითდ ხაზოვანი ამშემთხვევაში მოლეკულის ყველა კუთხეში იგულისხმება ნახშირბადი იმდენი წყალბადით რამდენის მიერთებაც მას შეუძლია. |