From Wikipedia, the free encyclopedia
მუხრან-საგურამოს ვაკე — ვაკე აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლში, კავკასიონის მთისწინეთისა და სხალტბისა და საგურამოს ქედებს შორის, მდინარეების არაგვისა და ქსნის აუზებში. სიგრძე 35 კმ. მაქსიმალური სიგანე 9 კმ. სიმაღლე 480-650 მ.
მუხრან-საგურამოს ვაკე | |
---|---|
მუხრან-საგურამოს ვაკის ხედი სოფ. გოროვნიდან | |
კოორდინატები: 41°55′ ჩ. გ. 44°40′ ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
სიმაღლე | 480–650 მ |
სიგრძე | 35 კმ |
სიგანე | 9 კმ |
ჰიდროგრაფია | არაგვი, ქსანი |
მუხრან-საგურამოს ვაკე საქართველოს ტექტონიკურ ბელტში შემავალი მეოთხეული მდინარეული ნაფენებით ამოვსებული ახალგაზრდა სინკლინური დეპრესიაა. რელიეფი ბრტყელია, ეროზიული ფორმები მცირე სიღრმეზეა ჩაჭრილი ვაკეში. დასერილია მდინარეების ქსნისა და არაგვის განივი და ნარეკვავის გასწვრივი ხეობებით. ჰავა ზომიერად ნოტიო სუბტროპიკულია; იცის ცხელი ზაფხული და ზომიერად ცივი ზამთარი. საშუალო წლიური ტემპერატურა 10,8 °C, იანვარი —1,1 °C, ივლისი 22,1 °C. აბსოლუტური მაქსიმალური 39 °C, აბსოლუტური მინიმალური — 29 °C. ნალექები 590 მმ წელიწადში. თითქმის მთელი ვაკე უჭირავს კულტურულ ლანდშაფტს – ბაღ-ვენახებსა და სიმინდის ყანებს. აქა-იქ შემორჩენილია მუხისა და თელის მცირე კორომები, მდინარისპირ ტუგაის ტყეები და ჯაგეკლიანი სტეპი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.