From Wikipedia, the free encyclopedia
თანამედროვე მსოფლიოში მოქმედი ეროვნული სამართლებრივი სისტემები შეიძლება დაიყოს სამართლის ოჯახების მიხედვით. ძირითადად, გამოყოფენ კონტინენტური ევროპის სამართლისა და ანგლო-ამერიკული სამართალის ოჯახებს. აგრეთვე გამოყოფენ რელიგიური და ჩვეულებითი სამართლის ოჯახებსაც[1].
კონტინენტური ევროპის სამართლის ოჯახი (ინგლ. Civil Law) მოიცავს ეროვნულ სამართლებრივ სისტემებს, რომელიც დასავლეთ ევროპაში ჩამოყალიბდა რომაული, გერმანული და კონტინენტური ტრადიციების საფუძველზე. კონტინენტური ევროპის სამართლის ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანე I-ის Corpus Iuris Civilis-მა[1].
კონტინენტური ევროპის სამართლის გავრცელებას ხელი შეუწყო ევროპული სახელმწიფოების კოლონიურმა მმართველობამ აფრიკასა და აზიაში. ზოგ ქვეყანაში ევროპული სამართლის რეცეფცია ნებაყოფლობით წარიმართა[1].
კონტინენტური ევროპის სამართლის სისტემაში შეიძლება გამოიყოს რომანული და გერმანული სამართლის ქვეყნები.
რომანული სამართის ჯგუფი ჩამოყალიბდა ნაპოლეონის კანონმდებლობის გავლენით[2]. ამ ჯგუფს მიეკუთვნება:
ქვეყნები | აღწერილობა |
---|---|
არგენტინა | არგენტინამ სამართლის კოდიფიკაციის საკუთარი გზა ირჩია, თუმცა კანონმდებელს ხელთ ეპყრა ფრანგული სამოქალაქო კოდექსი. ლათინური ამერიკის სამართალზე გავლენა იქონია ესპანურმა სამართალმაც |
ბელგია | ფრანგული სამოქალაქო კოდექსი (Code Civil) ბელგიაში აქამდე ძალაშია, თუმცა განიცადა ცვლილებები |
ბოლივია | ბოლივიის სამოქალაქო კოდექსი ჩამოყალიბდა ფრანგული სამოქალაქო კოდექსის გავლენით |
ბრაზილია | ბრაზილიამ სამართლის კოდიფიკაციის საკუთარი გზა აირჩია, თუმცა კანონმდებელს ხელთ ეპყრა ფრანგული სამოქალაქო კოდექსი |
დომინიკელთა რესპუბლიკა | ემყარება ფრანგულ სამოქალაქო კოდექსს |
ეკვადორი | ემყარება ჩილეს სამოქალაქო კოდექს, ხოლო თავად ჩილეს სამოქალაქო სამართალზე კი ფრანგული კოდექსის გავლენა დიდია. |
ესპანეთი | ეფუძნება ფრანგულ სამოქალაქო კოდექსსა და ესპანურ ტრადიციებს |
იტალია | ეფუძნება რომის სამართალსა და ფრანგულ სამოქალაქო კოდექსს |
კოლუმბია | ემყარება ჩილეს სამოქალაქო კოდექსს |
ლუიზიანა (აშშ-ის შტატი) | ემყარება ფრანგულ სამოქალაქო კოდექსს |
ლუქსემბურგი | დამკვიდრებულია ფრანგული სამოქალაქო კოდექსი |
მექსიკა | ეფუძნება ფრანგულ სამოქალაქო კოდექსს |
მონაკო | მიეკუთვნება რომანული სამართლის ქვეყნების რიცხვს |
ნიდერლანდი | 1838 წელს მიიღეს ახალი სამოქალაქო კოდექსი, რომელიც დიდად არ განსხვავდება ფრანგული სამოქალაქო კოდექსისგან |
რუმინეთი | ეფუძნება ფრანგულ სამოქალაქო კოდექსს |
საფრანგეთი | ემყარება ფრანგულ სამოქალაქო კოდექსს, რომელიც ნაპოლეონმა მიიღო 1804 წელს. იგი ფართოდ იყენებდა რომის სამართალს, განსაკუთრებით, Corpus Iuris Civilis-სს. |
ჩილე | ჩილემ სამართლის კოდიფიკაციის საკუთარი გზა აირჩია. იგი ეფუძნება ფრანგულ სამოქალაქო კოდექსსა და ესპანურ ტრადიციებს |
ჰაიტი | ჩამოყალიბდა ფრანგული სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე |
გერმანული სამართლის ჯგუფი გერმანული იურიდიული მეცნიერების საფუძველზე ჩამოყალიბდა[3]. ამ ჯგუფს მიეკუთვნება:
ქვეყნები | აღწერილობა |
---|---|
ავსტრია | ეფუძნება ავსტრიის სამოქალაქო კოდექსს (Allgemeines bürgerliches Gesetzbuch) (1811) |
გერმანია | ეფუძნება გერმანიის სამოქალაქო კოდექსს (Bürgerliches Gesetzbuch), რომელზეც დიდი გავლენა აქვთ რომაულ და გერმანულ სამართლის ტრადიციებს |
თურქეთი | ჩამოყალიბდა შვეიცარიის სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე |
იაპონია | იაპონელებმა, გერმანიის სამოქალაქო კოდექსის კოდიფიკაციის დასრულების შემდეგ, გადმოიღეს იგი და აამოქმედეს 1898 წელს, უფრო ადრე, ვიდრე ეს კოდექსი თავად გერმანიაში ამოქმედდებოდა |
ისლანდია | ეფუძნება გერმანული სამართლის ტრადიციებს |
ლიხტენშტაინი | მიეკუთვნება გერმანული სამართლის ქვეყნების ჯგუფს |
ნორვეგია | მიეკუთვნება სკანდინავიურ-გერმანულ სამართალს |
საბერძნეთი | ეფუძნება გერმანულ სამოქალაქო კოდექსს |
სამხრეთი კორეა | იაპონიის მეშვეობით, ამოქმედდა გერმანული სამოქალაქო კოდექსი |
საქართველო | ეფუძნება გერმანულ სამოქალაქო კოდექსს |
ფინეთი | ეფუძნება შვედური სამართლის სისტემას |
შვედეთი | ეფუძნება ძველ გერმანულ სამართალს |
შვეიცარია | ეფუძნება შვეიცარიის სამოქალაქო კოდექსს |
ანგლო-ამერიკული სამართალი (ინგლ. Common Law), აგრეთვე ცნობილი როგორც საერთო სამართალი, არის ეროვნული სამართლებრივი სისტემების ერთობლიობა, რომელიც მოიცავს ინგლისს, დიდი ბრიტანეთის დომინიონი ქვეყნების, ბრიტანეთის ყოფილი კოლონიებისა და ამერიკის შეერთებული შტატების სამართალს. ანგლო-ამერიკული სამართლის გავრცელებას მსოფლიოში დაკავშირებულია ინგლისის კოლონიურ სისტემასთან და ინგლისური ენის საყოველთაო გავრცელებასთან[4][5].
ანგლო-ამერიკული სამართლის ოჯახში გამოყოფენ ინგლისური და ამერიკული სამართლის ქვეყნებს.
ინგლისური სამართლის ქვეყნებს მიეკუთვნება[3]:
ქვეყნები | აღწერილობა |
---|---|
ავსტრალია | ეფუძნება ინგლისურ საერთო სამართალს |
ახალი ზელანდია | ეფუძნება ინგლისურ საერთო სამართალს |
ბირმა | ეფუძნება ინგლისურ საერთო სამართალს |
ბანგლადეში | ეფუძნება ინგლისურ საერთო სამართალს |
ინგლისი | ეფუძნება ინგლისურ საერთო სამართალს, რომელზეც გავლენა აქვთ თანამედროვე რომანულ და კონტინენტურ ტრადიციებს |
ინდოეთი | ეფუძნება ინგლისურ საერთო სამართალს, გარდა გოასა, სადაც სამოქალაქო სამართალი ეფუძნება პორტუგალიურ სამოქალაქო სამართალს |
ირლანდიის რესპუბლიკა | ეფუძნება ირლანდიურ სამართალს, რომელიც, თავის მხრივ, ეფუძნება ინგლისურ საერთო სამართალს |
კანადა | ეფუძნება ინგლისურ საერთო სამართალს, კვებეკის გარდა, სადაც სამოქალაქო სამართალი ეფუძნება ფრანგულ სამართალს |
ნაურუ | ეფუძნება ინგლისურ საერთო სამართალს |
პაკისტანი | ეფუძნება ინგლისურ საერთო სამართალსა და ისლამურ სამართალს |
სინგაპური | ეფუძნება ინგლისურ საერთო სამართალს, თუმცა მუსლიმები ექვემდებარებიან ისლამურ სამართალს, რომელიც შარიას სასამართლოს აძლევს უფლებამოსილებას პირად ისლამურ სამართალზე, მაგალითად, ქორწინება, მემკვიდრეობა და განქორწინება |
უგანდა | ეფუძნება ინგლისურ საერთო სამართალს |
უელსი | ეფუძნება ინგლისურ საერთო სამართალს |
ფიჯი | ეფუძნება ინგლისურ საერთო სამართალს |
ჩრდილოეთ ირლანდია | ეფუძნება ირლანდიურ სამართალს, რომელიც, თავის მხრივ, ეფუძნება ინგლისურ საერთო სამართალს |
ამერიკული სამართლის ქვეყნებს განეკუთვნება ამერიკის შეერთებული შტატები (გარდა შტატ ლუიზიანისა, სადაც სამოქალაქო სამართალში დომინირებს ფრანგული სამართლის ტრადიციები), პალაუ, მარშალის კუნძულები[3]. შეიძლება ითქვას, რომ ამერიკული სამართალი, ფაქტობრივად, 50 დამოუკიდებელი შტატის სამართალია[5].
რელიგიური სამართალი აყალიბებს სამართლის განსაკუთრებულ ჯგუფს. ამ ჯგუფს განეკუთვნება ისლამის (შარია), ბუდიზმის, ინდუიზმისა და ქრისტიანული რელიგიების საეკლესიო სამართალი. რელიგიური სამართლის მოქმედება, ძირითადად, შემოიფარგლება საოჯახო და მემკვიდრეობითი სამართლით[3].
რელიგიური სამართლის ჯგუფს მიეკუთვნება:
ქვეყნები | აღწერილობა |
---|---|
ავღანეთი | ისლამური სამართალი |
ბანგლადეში | ეფუძნებოდა ინგლისურ საერთო სამართალს |
გამბია | ინგლისური საერთო სამართალი და ისლამური სამართალი |
განა | ეფუძნება ინგლისურ საერთო სამართალს |
ვატიკანი | ეფუძნება კანონიკური სამართლის პრინციპებს |
იემენი | ისლამური სამართალი |
ირანი | ისლამური სამართალი |
ლიბია | ისლამური სამართალი |
მავრიტანია | ისლამური სამართლისა და ნაპოლეონის სამოქალაქო კოდექსის შერეული სამართალი. ისლამური სამართალი ფართოდ გამოიყენება საოჯახო სამართალში |
მაროკო | ისლამური სამართლისა და ნაპოლეონის სამოქალაქო კოდექსის შერეული სამართალი. ისლამური სამართალი ფართოდ გამოიყენება საოჯახო სამართალში |
ნიგერია | ჩრდილოეთ პროვინციებში მოქმედებს ისლამური სამართალი, ხოლო სამხრეთ და ფედერალურ დონეზე მოქმედებს საერთო სამართალი |
ომანი | შარია |
საუდის არაბეთი | ისლამური სამართალი |
სუდანი | ემყარება ისლამურ სამართალს |
ჩვეულებითი სამართლის ოჯახს მიეკუთვნება აფრიკის, აზიის, ოკეანეთისა და ლათინური ამერიკის ზოგიერთი ქვეყანა[6].
ქვეყნები | აღწერილობა |
---|---|
ბოტსვანა | სამხრეთ აფრიკული სამართალი |
გაიანა | |
ზიმბაბვე | |
ისრაელი | ეფუძნება ანგლო-ამერიკულ სამართალს. სამართლებრივ სისტემაზე დიდი გავლენა აქვს გერმანულ სამოქალაქო სამართალს. აგრეთვე დიდ როლს თამაშობს რელიგიური სამართალი |
კამერუნი | |
კვებეკი | აბრაამის ველზე ფრანგების დამარცხების შემდეგ, ბრიტანელებმა სცადეს გარდაექმნათ კვებეგი ინგლისურენოვანად და დაემკვიდრებინათ საერთო სამართალი, მაგრამ ამერიკსგან მომავალი მზარდი საფრთხის გამო, ბრიტანელები იძულებულნი გახდნენ მიეცათ კვებეკისთვის უფლება, შეენარჩუნებინათ მათი ენა (ფრანგული) და რელიგია (კათოლიციზმი) დამათი სამართლებრივი სისტემა (კონტინენტური ევროპის სამართლი). თუმცა კვებეკში, როგორც კანადის კონფედერაციის წევრი (1867 წლიდან), ფედერალურ დონეზე გამოიყენება ინგლისური სამართლის პრინციპებზე დაფუძნებული კანონები. |
კვიპროსი | ემყარება ინგლისურ საერთო სამართალსა და ფრანგული, ბერძნული საჯარო სამართლის, იტალიური სამოქალაქო სამართლის, ინდური სახელშეკრულებო სამართლის, ბერძნული კანონიკური სამართლისა და ისლამური სამართლის შერეულ სისტემას. |
ლუიზიანა (აშშ-ის შტატი) | ემყარება ფრანგულ სამოქალაქო სამართალს, თუმცა ფედერალურ კანონმდებლობა ეფუძნება საერთო სამართალს |
მავრიკი | |
მალტა | ეფუძნება რომანულ სამართალსა და როჰანის კოდექსს, ნაპოლეონის კოდექს გავლენა აქვს იტალიური სამართლის მეშვეობით. აგრეთვე, საერთო სამართალი არის სამართლის წყარო საჯარო სამართალში |
ნამიბია | სამხრეთ აფრიკული სამართალი |
პუერტო-რიკო | ეფუძნება ესპანურ სამართალს, გავლენა აქვს ამერიკულ საერთო სამართალს |
სამხრეთ აფრიკა | ინგლისური საერთო სამართლისა და რომანო-ჰოლანდიური სამოქალაქო სამართლის ნარევი, აგრეთვე ჩვეულებითი სამართალი |
ესვატინი | სამხრეთ აფრიკული სამართალი |
ტაილანდი | გერმანული, შვეიცარიული, ფრანგული, იტალიური, იაპონური და ინდური სამართლის ნარევი. ასევე სამხრეთის ოთხ პროვინციაში მოქმედებს ისლამური სამართალი |
ფილიპინები | ეფუძნება ესპანურ სამართალს, გავლენა აქვს ამერიკულ საერთო სამართალს |
შოტლანდია | ეფუძნება რომანულ და კონტინენტურ სამართალს |
შრი-ლანკა | ინგლისური საერთო სამართლის, რომანო-ჰოლანდიური სამართლისა და ჩვეულებითი სამართლის ნარევი |
ქვეყნები | აღწერილობა |
---|---|
ალჟირი | |
არაბთა გაერთიანებული საამიროები | ემყარება ისლამურ სამართლსა და ეგვიპტურ სამოქალაქო სამართალს, რომელიც, თავის მხრივ, ფრანგულ სამოქალაქო სამართალზეა დაფუძნებული |
ბაჰრეინი | |
ეგვიპტე | ეფუძნება ფრანგულ სამოქალაქო სამართალს, ხოლო საოჯახო სამართალი კი ეფუძნება ისლამურ სამართალს |
ინდონეზია | ეფუძნება ჰოლანდიურ სამოქალაქო სამართალსა და ინდონეზიურ ადათებს |
იორდანია | ემყარება ფრანგულ სამოქალაქო კოდექსს, ოთომანთა იმპერიის სამოქალაქო კოდექსს. ისლამური სამართალი გამოიყენება საოჯახო სამართალში |
კატარი | ემყარება ისლამურ სამართალსა და ეგვიპტურ სამოქალაქო სამართალს |
კომორის კუნძულები | ემყარება ისლამურ სამართალსა დად ფრანგულ სამოქალაქო სამართალს |
მაროკო | ემყარება ისლამურ სამართალსა და ფრანგულ და ესპანურ სამოქალაქო სამართალს |
ომანი | |
სირია | ემყარება ისლამურ სამართალსა და ფრანგულ სამოქალაქო სამართალს |
ჯიბუტი |
ქვეყნები | აღწერილობა |
---|---|
მალაიზია | ემყარება ინგლისურ საერთო სამართალს. პირადი სამართალი, რომელიც დაფუძნებულია შარიაზე, გამოიყენება მუსლიმების მიმართ |
ნიგერია | ჩრდილოეთ პროვინციებში მოქმედებს ისლამური სამართალი, ხოლო სამხრეთ და ფედერალურ დონეზე მოქმედებს საერთო სამართალი |
პაკისტანი | ეფუძნება ინგლისურ საერთო სამართალსა და ისლამურ სამართალს |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.