Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
პალაუ (ინგლ. Republic of Palau, პალ. Belu'uera Belau) — აშშ-თან ასოცირებული კუნძულოვანი სახელმწიფო წყნარ ოკეანეში, ფილიპინის ზღვაში. მდებარეობს ფილიპინებიდან აღმოსავლეთით 800 კილომეტრის დაშორებით და ინდონეზიიდან ჩრდილოეთით. შედგება 328 კუნძულისაგან. საერთო ფართობია 458 კმ². ქვეყნის დედაქალაქი — ნგერულმუდი (შტატი მელეკეოკი)[1]. ქვეყანა შედგება 16 შტატისაგან.
პალაუს რესპუბლიკა Belu'uera Belau პალაუ |
||||
---|---|---|---|---|
ჰიმნი: Belau loba klisiich er a kelulul |
||||
|
||||
დედაქალაქი | ნგერულმუდი1 7°21′ ჩ. გ. 134°28′ ა. გ. | |||
უდიდესი ქალაქი | კორორი | |||
ოფიციალური ენა | ინგლისური, პალაუ | |||
მთავრობა | რესპუბლიკა | |||
- | პრეზიდენტი | ტომას რემენგესაუ | ||
ფართობი | ||||
- | სულ | 458 კმ2 (177-ე) | ||
მოსახლეობა | ||||
- | 2007 შეფასებით | 20 842 (217-ე) | ||
- | 2015 აღწერა | 17 661 | ||
- | სიმჭიდროვე | 38,56 კაცი/კმ2 (155-ე) | ||
მშპ (მუპ) | 2006 შეფასებით | |||
- | სულ | $157.7 მილიონი |
||
- | ერთ მოსახლეზე | $10 000 | ||
ვალუტა | ამერიკული დოლარი (USD ) |
|||
დროის სარტყელი | UTC+09:00 | |||
ქვეყნის კოდი | PW | |||
Internet TLD | .pw | |||
სატელეფონო კოდი | 680 | |||
შენიშვნა1 2006 წლის 7 ოქტომბერს დედაქალაქი ოფიციალურად გადატანილი იქნა ქალაქ კორორიდან მელეკეოკის შტატის სოფელ ნგერულმუდში |
2005 წლის აღწერის მონაცემებით, პალაუს მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 19 907 ადამიანს[2][3]. 2008 წლის შეფასებით, კუნძულის მოსახლეობა შეადგენდა 20 900 ადამიანს. მოსახლეობის 2015 წლის აღწერის მონაცემებით ქვეყანაში ცხოვრობს 17 661 ადამიანი.[4][5]
ძირითადი რელიგიაა ქრისტიანობა (კათოლიკეები და პროტესტანტები). მოსახლეობის დაახლოებით 10 % ადგილობრივი რელიგიის, სინკრეტული კულტ მოდეკნგეის მიმდევარია.
აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურია — პრეზიდენტი, საკანონმდებლო ორგანო — ორპალატიანი ეროვნული საკანონმდებლო კრება (სენატი და დელეგატების პალატა).
პალაუს არქიპელაგი შედგება ბევრი მცირე ატოლისაგან, რომლებიც წარმოშობილია წყალქვეშა ვულკანების მწვერვალებზე. კლიმატი ტროპიკულია, წვიმის სეზონია მაისიდან ნოემბრის ჩათვლით. კუნძულებზე საშუალო ტემპერატურაა — +24...28 °C.
სანაპირო წყლებში დაცურავს ტროპიკული თევზების 1500 სახეობა და ბევრია იშვიათი ძუძუმწოვარი. ასევე, ეკოლოგების მონაცემებით, პალაუს ნაპირებთან დაცურავს ზვიგენების ისეთი 130 სახეობა, რომელთაც ემუქრებათ გადაშენება. 1995 წელს ზღვის ბიოლოგების საერთაშორისო კომიტეტმა და ბუნების დაცვის სპეციალისტებმა გამოაცხადეს პალაუ მსოფლიოს წყალქვეშა სასწაულად. პალაუს ტროპიკულ ბაღებში და ტყეებში იზრდებიან ორქიდეები (ლათ. Orchidaceae) და ბევრი ეგზოტიკური ყვავილები, ასევე ბუდობს ფრინველთა დაახლოებით 50 სახეობა. კუნძულებზე არსებობს მედუზების ტბა, რომელშიც დაცურავს მილიონობით მედუზა და რომლებსაც არ შეუძლიათ ზიანის მოტანა.
პალაუს არქიპელაგი — კაროლინის კუნძულების დასავლეთი ნაწილია.
პალაუს კუნძულებზე ადამიანები დასახლდნენ ჩვენს წელთაღრიცხვამდე III-II ათასწლეულში, სავარაუდოდ, ფილიპინებიდან წამოსული ხალხით. XII საუკუნემდე აქ ცხოვრობდა მოსახლეობა, რომლებიც ახლო იყვნენ ნეგრიტოსებთან, მაგრამ ისინი განდევნეს ზონდის კუნძულებიდან წამოსულმა ხალხმა.
პირველი ევროპელი, რომელმაც დაინახა პალაუს კუნძულები, სავარაუდოდ იყო, ესპანელი რუი ლოპეს დე ვილიალობოსი 1543 წელს. 1686 წელს ესპანეთმა კუნძულები გამოაცხადა თავის საკუთრებად, მაგრამ არაფერი გაუკეთებია იმისათვის, რომ განეხორციელებინა მათი კოლონიზაცია.
კავშირი კუნძულელებსა და ევროპელებს შორის დამყარდა მხოლოდ 1783 წელს, როდესაც კუნძულ ულონგთან ახლო მდებარე რიფებზე დაზიანდა ინგლისელი კაპიტანის ჰენრი უილსონის გემი „ანტილოპა“. კუნძულ კორორის უზენაესმა ბელადმა იბედულმა განკარგულება გასცა თავის თვისტომელებს დახმარებოდნენ ევროპელებს გემის რემონტში და გაგზავნა საკუთარი შვილი ლებუუ სასწავლებლად ინგლისში. ლებუუ გარდაიცვალა დაავადებისაგან ლონდონში ჩასვლისთანავე. კუნძულ კორორზე გაიგზავნა ახალი გემი საჩუქრებით და საქონლით. მის კვალს გაყვნენ სხვა ევროპელი ვაჭრები. დიდი ბრიტანეთი გახდა პალაუს მთავარი სავაჭრო პარტნიორი და ეს პარტნიორობა გრძელდებოდა პალაუს ესპანელების მიერ დაპყრობამდე.
1885 წელს პაპმა ლეო XIII-მ ოფიციალურად აღიარა კაროლინის კუნძულებზე ესპანეთის საკუთრება, პალაუს ჩათვლით. აშენდა 2 ეკლესია და იქ გაგზავნილმა სასულიერო პირებმა მიაღწიეს ცალკეულ სოფლებს შორის არსებული დაპირისპირების შეწყვეტას და გაავრცელეს დამწერლობა.
1899 წელს, ესპანეთ-ამერიკის ომის და ფილიპინების დაკარგვის შემდეგ, ესპანეთმა მიჰყიდა კაროლინის კუნძულები გერმანიას, რომელმაც აქტიურად დაიწყო კუნძულების ათვისება და ბუნებრივი და ადამიანების რესურსების ექსპლუატაცია. იმასთან დაკავშირებით, რომ პალაუს მაცხოვრებლებს არ ჰქონდათ იმუნიტეტი უცხოელების მიერ შემოტანილ დაავადებებზე, კუნძულელები იხოცებოდნენ. პალაუს მოსახლეობა იტანჯებოდა არა მარტო შემოტანილი ავადმყოფობებით, არამედ მათ ეროვნულ ჩვევებში, ტრადიციებში და რელიგიაში ჩარევისგანაც.
1914 წლის ბოლოს, პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, იაპონიამ დაიპყრო კუნძულები და 1920 წელს ერთა ლიგისგან მიიღო მისი მართვის მანდატი.
მეორე მსოფლიო ომის დროს კუნძულები ოკუპირებული იქნა აშშ-ის ჯარის მიერ მარიან-პალაუს ოპერაციის დროს.
1947 წლიდან პალაუ მიკრონეზიის შემადგენლობაშია — აშშ-ის მართვის ქვეშ, როგორც წყნარი ოკეანის კუნძულების სამეურვეო ტერიტორია. 70-იან და 80-იან წლებში იყო ცდები კონსტიტუციაში ასახულიყო პალაუს უბირთვო სტატუსი, რასაც მხარი არ დაუჭირა აშშ-მა.
1993 წლის ნოემბერში პალაუში ჩატარებული რეფერენდუმით პალაუმ მიიღო აშშ-თან „თავისუფლად ასოცირებული სახელმწიფოს“ სტატუსი. 1994 წლის 1 ოქტომბერს გამოცხადდა პალაუს დამოუკიდებლობა.
აშშ-თან „თავისუფალ ასოციაციაზე შეთანხმებას“ ვადა გაუვიდა 2009 წელს. ორივე სახელმწიფოს მთავრობებმა გადაწყვიტეს არ გააგრძელონ იგი.
პალაუ იყოფა 16 ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულად — შტატებად.
№ | შტატი | ადმინისტრაციული ცენტრი | ფართობი, კმ² | მოსახლეობა,[4][5] ად. (2015) | სიმჭიდროვე, ად./კმ² |
---|---|---|---|---|---|
კუნძულ ბაბელდაობის ჩრდილოეთით | |||||
1 | კაიანგელი | კაიანგელი | 3 | 54 | 18,00 |
კუნძული ბაბელდაობი | |||||
2 | აიმელიიკი | მონგამი | 52 | 334 | 6,42 |
3 | აირაი | ნგეტკიბი | 44 | 2455 | 55,80 |
4 | მელეკეოკი | მელეკეოკი | 28 | 277 | 9,89 |
5 | ნგარაარდი | ულიმანგი | 36 | 413 | 11,47 |
6 | ნგარდმაუ | ურდმანგი | 47 | 185 | 3,94 |
7 | ნგარემლენგი | იმეონგი | 65 | 350 | 5,38 |
8 | ნგარჰელონგი | მენგელანგი | 10 | 316 | 31,6 |
9 | ნგატპანგი | ნგერეკლმადელი | 47 | 282 | 6,00 |
10 | ნგივალი | ნგერკეაი | 26 | 282 | 10,85 |
11 | ნგჰესარი | ნგერსუული | 41 | 291 | 7,10 |
კუნძულ ბაბელდაობის სამხრეთ-დასავლეთით | |||||
12 | ანგაური | ნგარამაში | 8 | 119 | 14,88 |
13 | კორორი | კორორი | 18 | 11 444 | 635,78 |
14 | პელელიუ | კლოულკლაბედი | 13 | 484 | 37,23 |
— | კლდოვანი კუნძულები1 | — | 47 | — | — |
სამხრეთ-დასავლეთი კუნძულები | |||||
15 | სონსოროლი | დონგოსარუ | 3 | 40 | 13,33 |
16 | ჰატოჰობეი | ჰატოჰობეი | 3 | 25 | 8,33 |
პალაუ | ნგერულმუდი2 | 488 | 17 661 | 38,56 | |
|
მოსახლეობის რაოდენობა — 17 661 ადამიანი (2015 წლის მოსახლეობის აღწერა)[4][5].
წლიური მატება — 0,4 % (ფერტილობა — 1,73 დაბადებული ერთ ქალზე).
სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა — 68 წელი მამაკაცებისათვის, 75 წელი ქალებისათვის.
განათლება — 92 %.
ეთნიკური შემადგენლობა: პალაუ — 72,5 % (14 438 ად.), ფილიპინელები — 16,3 % (3253 ად.), ვიეტნამელები — 1,6 % (321 ად.), ჩინელები — 1,6 % (317 ად.), სხვა აზიელები — 3,4 % (675 ად.), თეთრკანიანები — 0,9 % (186 ად.), კაროლინელები — 1,0 % (197 ად.), სხვა მიკრონეზიელები — 2,4 % (470 ად.), სხვები — 0,3 % (50 ად.) (2005 წლის აღწერით).[2]
ენები: პალაუ (ოფიციალური) — 62,1 % (12 354 ად.), ინგლისური — 14,4 % (2871 ად.), ფილიპინური ენები — 10,0 % (2000 ად.), ჩინური— 1,7 % (331 ად.), სხვა ენები (2005 წლის აღწერით).[2]
2005 წლის აღწერის მონაცემებით მორწმუნეთა უმრავლესობა — კათოლიკეა 49,4 % (9825 ად.), პროტესტანტი (Protestant (General)) — 23,2 % (4610 ად.), მეშვიდე დღის ადვენტისტები — 5,3 % (1046 ად.) და ადგილობრივი რელიგია მოდეკნგეის (Modekngei) მიმდევრები — 8,7 % (1733 ად.). სხვა რელიგიური მიმდინარეობის მიმდევრები — (მორმონები, იეჰოვას მოწმეები) მცირერიცხოვანია (2005 წლის აღწერით).[2]
პალაუ — რესპუბლიკაა. სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურია — პრეზიდენტი, რომელიც ირჩევა მოსახლეობის მიერ ოთხ წლიანი ვადით (დასაშვებია ზედიზედ ხელმეორედ არჩევა).
პარლამენტი — ორპალატიანი სახელმწიფო კონგრესია, რომელიც შედგება სენატისგან (9 წევრი, რომელსაც ირჩევს მოსახლეობა ოთხი წლის ვადით) და დელეგატთა პალატისაგან (16 წევრი, რომელსაც ირჩევს მოსახლეობა ოთხი წლის ვადით).
პოლიტიკური პარტიები არ არსებობს.
შეიარაღებული ძალები არ არსებობს.
წყნარი ოკეანის კუნძულოვან სახელმწიფო პალაუს, რომელიც იმყოფება აშშ-თან თავისუფალი ასოციაციის მდგომარეობაში აქვს საკმაოდ მცირე დიპლომატიური წარმომადგენლობა საზღვარგარეთის ქვეყნებში, რომლებიც თავმოყრილია წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებში. პალაუს გააჩნია საელჩოები აშშ-ში, ტაივანში, იაპონიაში და ფილიპინებზე. ასევე საკონსულოები გუამში, ჩრდილოეთ მარიანას კუნძულებზე და მალაიზიაში. პალაუს ნიუ-იორკში გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში აქვს საკუთარი წარმომადგენლობა.
პალაუს ეკონომიკის საფუძველია — ტურიზმი (85 ათასი ტურისტი 2007 წელს), თევზჭერა, მხატვრული ხელნაკეთობები. სოფლის მეურნეობაში კულტივირებულია ქოქოსის პალმა და ტაპიოკა.
მშპ-ს მოცულობაა — 164 მილიონი აშშ დოლარი (2008 წელს), ძირითადად უზრუნველყოფილია აშშ-ის სუბსიდიებით. მშპ ერთ სულ მოსახლეზე — 8,1 ათასი აშშ დოლარი (119-ე ადგილი მსოფლიოში).
2004 წელს იმპორტის მოცულობამ (107,3 მილიონი აშშ დოლარი) თითქმის 20-ჯერ გადააჭარბა ექსპორტის მოცულობას (5,9 მილიონი აშშ დოლარი).
საექსპორტო საქონელი — მოლუსკები, თევზი, კოპრა.
ძირითადი პარტნიორები საგარეო ვაჭრობაში — აშშ, სინგაპური, იაპონია.
ფულადი ერთეული — ამერიკული დოლარი.
შედის აფრიკის, კარიბის აუზის და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნების საერთაშორისო ორგანიზაციაში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.