ისტორია (ბერძ.Ἱστορίαι) — ბერძენიისტორიკოსის, ჰეროდოტეს წიგნი, რომელიც დასავლური ლიტერატურის ფუძემდებელ ნამუშევრადაა მიჩნეული. დაიწერა ძვ.წ. 440 წელს, კლასიკური ბერძნული ენის იონური დიალექტით. იგი დასავლეთ აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკასა და საბერძნეთში არსებულ სხვადასხვა კულტურათა უძველესი ტრადიციების, პოლიტიკის, გეოგრაფიის და კონფლიქტების მომცველი დოკუმენტია. მიუხედავად იმისა, რომ ისტორია არ არის სრულიად მიუკერძოებელი, იგი მაინც ითვლება დასავლეთის ერთ-ერთ ყველზე მნიშვნელოვან წყაროდ, რომელიც აღნიშნულ საკითხებს ეხება. უფრო მეტიც, დასავლურ სამყაროში, მან დაამკვიდრა ისტორიული ჟანრი და მისი შესწავლა.
ისტორია წარმოადგენს სპარსეთის იმპერიის აღმავლობის და ძვ.წ. მე-5 საუკუნეში, აქემენიანთა იმპერიასა და ბერძნულ პოლისებს შორის მიმდინარე ომების გამომწვევი მიზეზების შესახებ არსებულ ერთ-ერთ პირველ წყაროს. ჰეროდოტე კონფლიქტს ორგვარად აღწერს — ერთის მხრივ, როგორც
მონობაში მყოფები (სპარსელები) და მეორე მხრივ, თავისუფლები (ათენელები და ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოების კონფედერაცია, რომლებიც დამპყრობლების წინააღმდეგ გაერთიანდნენ).
ისტორია ცხრა წიგნად არის დაყოფილი, რომლებსაც, პირობითად, ცხრა მუზის სახელები ეწოდებათ.
ჰეროდოტე ამბობდა, რომ მან იმოგზაურა სხვადასხვა ტერიტორიებზე მსოფლიოს გარშემო, რომელთაგან თითქმის ყველა მათგანი, სპარსეთის იმპერიის ძალაუფლების ქვეშ იყო მოქცეული და იგი აგროვებდა მათ ისტორიებს თავისი წიგნისთვის. ისტორიის შესავალში, იგი აყალიბებს მიზეზებს, რის გამოც დაწერა იგი:
„ჰეროდოტე ჰალიკარნასელი წარმოგიდგენთ თავის გამოკვლევებს, რომ მომავალში დავიწყებას არ მიეცეს ის, რაც ოდესღაც მოხდა ადამიანებს შორის. ასევე არ უნდა დაიკარგოს ხსოვნა იმ დიდი და საოცარი საქმეებისა, რაც ელინებმა და ბარბაროსებმა ჩაიდინეს, განსაკუთრებით კი გვმართებს იმ მიზეზთა ცოდნა, რის გამოც ერთმანეთს ეომებოდნენ.“
იოს, ევროპას და მედეას გატაცება, რამაც პარისსელენას მოტაცებისკენ უბიძგა. შემდგომი ტროას ომი აღინიშნება, როგორც აზიელ და ევროპელ ხალხს შორის არსებული კონფლიქტების წინამორბედი. (1.1–5)[1]
მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხის წეს-ჩვეულებები: ტავრები, აგათირსები, ნევრები, ანდროფაგები (კანიბალები), მელანხლენები, გელონელები, ბუდინები, სარმატები
კირენის მეფეები: ბატუს I, არქესილაუს I, ბატუს II, არქესილაუს II, ბატუს III, არქესილაუს III (მისი გაქცევა, დაბრუნება და მკვლელობა), ბატუს IV და არქესილაუს IV (მისი აჯანყება და გარდაცვალება)
Fehling, Detlev (1989). "Some demonstrably false source citations". Herodotus and His 'Sources' . Francis Cairns, Ltd. 50–57. ISBN 0-905205-70-7. Lindsay, Jack (1974). "Helen in the Fifth Century". Helen of Troy Rowman and Littlefield. 133–134. ISBN 0-87471-581-4
Kim, Lawrence (2010). "Homer, poet and historian". Homer Between History and Fiction in Imperial Greek Literature. Cambridge University Press. 30-35 ISBN 978-0-521-19449-5. Allan, Williams (2008). "Introduction". Helen. Cambridge University Press. 22-24 ISBN 0-521-83690-5. Lindsay, Jack (1974). "Helen in the Fifth Century". Helen of Troy. Rowman and Littlefield. 135-138. ISBN 0-87471-581-4
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.