From Wikipedia, the free encyclopedia
აქემენიანების იმპერია (დიდი სპარსული იმპერია) — ძველი სახელმწიფო, რომელიც წარმოიშვა ირანის ტერიტორიაზე ძვ. წ. 558 წელს, ხოლო გაანადგურა ალექსანდრე მაკედონელმა ძვ. წ. 330 წელს. სპარსული სახელმწიფოს სათავეში აქემენიანთა დინასტია იყო.
აქემენიანთა იმპერია امپراتوری هخامنشی Emperâturi-ye Hakhâmaneshi | |||||||
| |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||
აქემენიდების იმპერია დარიოს I-ის მმართველობის დროს. | |||||||
დედაქალაქი | ბაბილონი, პერსეპოლისი, ფასარგადი, სუსა, ექბატანა | ||||||
ენა | სპარსული, არამეული, ელიმური, აქადური, შუმერული, მიდიური | ||||||
რელიგია | ზოროასტრიზმი, ბაბილონია | ||||||
ისტორია | სპარსული აჯანყება (ძვ.წ. 550) ლიდიის დაპყრობა (ძვ.წ. 547) ბაბილონის დაპყრობა(ძვ.წ. 539) ეგვიპტის დაპყრობა(ძვ.წ. 525) ბერძენ-სპარსელთა ომები (ძვ.წ. 499 – ძვ.წ. 449) მარცხი მაკედონიასთან (ძვ.წ. 330) | ||||||
ფართობი | 8,000,000 km² (ძვ.წ. 500) (3,088,817 sq mi) | ||||||
მოსახლეობა | 50,000,000 (ძვ.წ. 500) | ||||||
მმართველობის ფორმა | მონარქია | ||||||
დინასტია | აქემენიდები | ||||||
მეფეები | კიროს II დიდი (ძვ.წ. 559 - ძვ.წ. 529) დარიოს III (ძვ.წ. 336 - ძვ.წ. 330) | ||||||
დღეს | დღეს ამ ტერიტორიაზე
|
|
ირანის პლატოზე ინდო-არიული ტომები პირველად ძვ. წ. X საუკუნეში გამოჩნდნენ. მანამდე აქ არა არიული ხალხი ელამები ცხოვრობდნენ, რომლებიც დრავიდებს ენათესავებოდნენ. ძვ. წ. VIII საუკუნის ბოლოს დაიწყო სპარსების სახელმწიფოს ჩამოყალიბება. ტრადიციისამებრ პირველი სპარსული დინასტიის ფუძემდებლად ითვლება ხახამანიში. მისი უახლოვესი ჩამომავლების შესახებ მხოლოდ ბუნდოვანი ცნობები შემორჩა. გავრცელებული ვერსიის თანახმად, ჩიშპიშის შემდეგ სპარსებს ორი დინასტია (უფროსი და უმცროსი) ჰყავდათ. უფროსი მართავდა ელამთა დედაქალაქში — არშამაში, სად მართავდნენ უმცროსი დინასტიის წარმომადგენლები, უცნობია. ამ ორი შტოს ურთიერთობის შესახებ არანაირი ცნობები არ არსებობს. ცნობილია მხოლოდ რომ, უმცროსი აქემენიდები ძვ. წ. VI საუკუნის შუა პერიოდიდან აღარ ითვლებოდნენ მეფეებად.
კიროს II, სპარსეთის მძლავრი სახელმწიფოს ფუძემდებელი, მართავდა ანშანაშიც და ფარსშიც, ხოლო არშამას შვილიშვილი დარიოს I გამეფებამდე უბრალო მეომარი იყო და არავითარი სამეფო პრივილეგიებით არ სარგებლობდა. ჰეროდოტეს თანახმად იგი მხოლოდ თავისი სიმამაცის გამო გახდა მეფე, და არა იმიტომ რომ აქემენიდების გვარის იყო. თუმცა ძვ. წ. VI საუკუნემდე უფროსი აქემენიდებიც მხოლოდ მიდიის მეფის მორჩილები იყვნენ.
კიროს II-ს დროს მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. 25 წლიანი ომების შედეგად მან დაიპყრო მეზობელი სახელმწიფოები და სპარსეთი წინა აზიის უძლიერეს იმპერიად აქცია. ძვ. წ. V საუკუნის უკანასკნელი მეოთხედიდან სპარსეთი შიდა არეულობებმა დაასუსტა. ძვ. წ. 424 წელს, არტაქსერქსე I-ს სიკვდილის შემდეგ გამეფდა მისი ვაჟი ქსერქსე II, მაგრამ გამეფებიდან 45 დღეში იგი საკუთარ საძინებელში მოკლეს. მათ ტახტზე მისი ნახევარ ძმა სოგდიანე აიყვანეს. მან მხოლოდ 7 თვე დაჰყო ტახტზე, თუმცა ბევრი სატრაპი მას არ სცნობდა კანონიერ მეფედ. ძვ. წ. 423 წელს მისმა ნახევარძმამ ვახაუკმა მოაწყო გადატრიალება და გამეფდა დარიოს II-ს სახელით. მასაც აუჯანყდა ძმა, მაგრამ მეფემ მოახერხა აჯანყების ჩახშობა და ამბოხებული ძმა სიკვდილით დასაჯა.
დარიოსის მმართველობისთვის დამახასიათებელია ხშირი აჯანყებები და შეთქმულებები. შეთქმულებებში დედოფალი პარუშიატიშიც იღებდა აქტიურ მონაწილეობას. სატრაპებს შორის ომები ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. მეფის ძალაუფლება დაკნინდა. ძვ. წ. 410–ძვ. წ. 408 წლებში აჯანყდნენ მცირე აზიის და მიდიის ხალხები. ძვ. წ. 405 წელს იმპერიას რამდენიმე ათწლეულით ჩამოშორდა ეგვიპტე. არეულობები არ შეწყვეტილა არტაქსერქსე II-ს ხანგრძლივი მმართველობის დროსაც. მისი გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ავიდა ენერგიული აქემენიდი — არტაქსერქსე III. მან სასტიკი ზომებით ცოტა ხნით აღადგინა იმპერიის ერთიანობა და დაიბრუნა ეგვიპტე. მისი ვაჟის არშის ხანმოკლე მმართველობის შემდეგ ტახტზე აქემენიდების დინასტიის სხვა შტოს წარმომადგენელი დარიოს III ავიდა. იგი სპარსეთის უკანასკნელი მეფე გახდა. ძვ. წ. 334–ძვ. წ. 330 წლებში აქემენიდების იმპერია ალექსანდრე მაკედონელმა დაიპყრო, რითიც მან არსებობა შეწყვიტა.
ხახამანიში ძვ. წ. 700 - ძვ. წ. 675 | |||||||||||||||||||||||||||
ჩიშპიში ძვ. წ. 675 - ძვ. წ. 640 | |||||||||||||||||||||||||||
კიროს I ძვ. წ. 640 - ძვ. წ. 600 | არიარამნა ძვ. წ. 640 - ძვ. წ. 615 | ||||||||||||||||||||||||||
კამბისე I ძვ. წ. 600 - ძვ. წ. 559 | არშამა ძვ. წ. 615 - ? | ||||||||||||||||||||||||||
კიროს II ძვ. წ. 559 - ძვ. წ. 530 | ვიშტასპა | ||||||||||||||||||||||||||
კამბისე II ძვ. წ. 530 - ძვ. წ. 522 | ბარდია ძვ. წ. 522 | დარიოს I ძვ. წ. 522 - ძვ. წ. 486 | |||||||||||||||||||||||||
ქსერქსე I ძვ. წ. 486 - ძვ. წ. 465 | |||||||||||||||||||||||||||
არტაქსერქსე I ძვ. წ. 465 - ძვ. წ. 424 | |||||||||||||||||||||||||||
ქსერქსე II ძვ. წ. 424 | სოგდიანე ძვ. წ. 424 - ძვ. წ. 423 | დარიოს II ძვ. წ. 423 - ძვ. წ. 404 | |||||||||||||||||||||||||
არტაქსერქსე II ძვ. წ. 404 - ძვ. წ. 359 | ოტანი | ||||||||||||||||||||||||||
არტაქსერქსე III ძვ. წ. 359 - ძვ. წ. 338 | არშამა | ||||||||||||||||||||||||||
არსესი ძვ. წ. 338 - ძვ. წ. 336 | დარიოს III ძვ. წ. 336 - ძვ. წ. 330 | ||||||||||||||||||||||||||
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.