მოკავშირეები მეორე მსოფლიო ომში
From Wikipedia, the free encyclopedia
From Wikipedia, the free encyclopedia
მოკავშირეები მეორე მსოფლიო ომში (საბჭოთა ისტორიოგრაფიაში გამოიყენებოდა ტერმინი ანტიჰიტლერული კოალიცია, მეორე მსოფლიო ომის დროს ასევე გამოიყენებოდა ტერმინი გაერთიანებული ერები) — სახელმწიფოების გაერთიანება, რომლებიც იბრძოდნენ მეორე მსოფლიო ომის დროს 1939-1945 წლებში, გერმანიისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ.
ომის წლებში კოალიციის სინონიმი გახდა „გაერთიანებული ერები“. აღნიშნული ტერმინი ეკუთვნის აშშ-ის პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტს, რომელმაც იგი გამოიყენა 1941 წლის დეკემბერში, ხოლო 1942 წლის 1 იანვარს მიღებულ გაერთიანებული ერების დეკლარაციაში ოფიციალურად აისახა. კოალიციის გავლენა ომისა და ომის შემდგომ პერიოდში საკმაოდ დიდი იყო. მის ბაზაზე დაარსდა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია.
დიდმა სამეულმა: გაერთიანებული სამეფო, საბჭოთა კავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩამოაყალიბეს დიდი ალიანსი, რომელმაც განაპირობა მოკავშირეების გამარჯვება.[1][2][3] გაერთიანებულ სამეფოსა და აშშ-ის შორის უკვე არსებობდა განსაკუთრებული ურთიერთობები. ალიანსმა ფორმალური სახე მიიღო გაერთიანებული ერების დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ 1942 წლის 1 იანვარს.
თავდაპირველად კოალიციაში შედიოდნენ მხოლოდ პოლონეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი. 1941 წლის განმავლობაში კოლალიციას შეუერთდნენ სსრკ, აშშ და ჩინეთი. 1942 წლის იანვრისათვის კოლაიციაში 26 სახელმწიფო შედიოდა: დიდი ოთხეული (სსრკ, აშშ, დიდი ბრიტანეთი და ჩინეთი), ბრიტანეთის დომინიონები (ავსტრალია, კანადა, ახალი ზელანდია, ინდოეთი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა), ცენტრალური და ლათინური ამერიკის ქვეყნები, კარიბის აუზისა და ევროპის ქვეყნების განდევნილი მთავრობები.
იაპონიაში სამხედრო მოქმედებების დასრულების მომენტში ანტიჰიტლერულ კოალიციაში შედიოდა 53 სახელმწიფო: ავსტრალია, არგენტინა, ბელგია, ბოლივია, ბრაზილია, დიდი ბრიტანეთი, ვენესუელა, ჰაიტი, გვატემალა, ჰონდურასი, საბერძნეთი, დანია, დომინიკელთა რესპუბლიკა, ეგვიპტე, ინდოეთი, ერაყი, ირანი, კანადა, ჩინეთი, კოლუმბია, კოსტა-რიკა, კუბა, ლიბერია, ლიბანი, ლუქსემბურგი, მექსიკა, ნიდერლანდები, ნიკარაგუა, ახალი ზელანდია, ნორვეგია, პანამა, პარაგვაი, პერუ, პოლონეთი, სალვადორი, საუდის არაბეთი, სირია, სსრკ, აშშ, თურქეთი, ურუგვაი, ფილიპინები, საფრანგეთი, ჩეხოსლოვაკია, ჩილე, ეკვადორი, ეთიოპია, იუგოსლავია, სამხრეთ აფრიკის კავშირი[4].
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.