რუსი მწერალი From Wikipedia, the free encyclopedia
მიხეილ ათანასეს ძე ბულგაკოვი (რუს. Михаил Афанасьевич Булгаков; (დ. 15 მაისი, 1891, კიევი — გ. 10 მარტი, 1940, მოსკოვი) — რუსი მწერალი, დრამატურგი, თეატრალური რეჟისორი და მსახიობი. ავტორი რომანისა „ოსტატი და მარგარიტა“.
მიხეილ ბულგაკოვი | |
---|---|
რუს. Михаил Афанасьевич Булгаков | |
დაბადების თარიღი | 3 (15) მაისი, 1891[1] |
დაბადების ადგილი | კიევი[2] [3] [4] |
გარდაცვალების თარიღი | 10 მარტი, 1940[2] [5] [4] [6] [7] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] (48 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | მოსკოვი[2] [4] |
დასაფლავებულია | ნოვოდევიჩიეს სასაფლაო[17] |
საქმიანობა | რომანისტი[18] , დრამატურგი[15] , ექიმი[19] [20] , სატირიკოსი, ნოველისტი, ლიბრეტისტი, სცენარისტი, სამეცნიერო ფანტასტიკოსი მწერალი, მწერალი[21] [15] , ჟურნალისტი, თეატრის რეჟისორი, მსახიობი, ექიმი-მწერალი, ქირურგი, ბიოგრაფი, პროზაიკოსი[22] და ავტორი[23] |
ენა | რუსული ენა[18] |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია უკრაინის სახალხო რესპუბლიკა უკრაინის სახელმწიფო South Russia სსრკ |
ალმა-მატერი | Q4348927? და ბოგომოლეცის ეროვნული სამედიცინო უნივერსიტეტი |
ჟანრი | სატირა, supernatural fiction, სამეცნიერო ფანტასტიკა, მოკლე რომანი და მოთხრობა |
Magnum opus | ოსტატი და მარგარიტა[18] , ძაღლის გული და The White Guard |
მეუღლე | ტატიანა ლაპა, ლიუბოვ ბელოზერსკაია და ელენა ბულგაკოვა[18] |
ხელმოწერა | |
საიტი | bulgakov.ru |
დაიბადა ქალაქ კიევში რუსი მშობლების ოჯახში (მამა – აფანასი ბულგაკოვი, კიევის სასულიერო აკადემიის დოცენტი; დედა – ვარვარა პროკოვსკაია). 1916 წელს დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. რუსეთის სამოქალაქო ომის დროს იყო სამხედრო ექიმი. 1921 წლიდან დასახლდა მოსკოვში, სადაც დაიწყო აქტიური ლიტერატურული მოღვაწეობა.
ბულგაკოვი არასოდეს უჭერდა მხარს ბოლშევიკურ რევოლუციას. ბევრ თავის ლიტერატურულ ნაშრომში მძაფრი სატირის გამოყენებით დასცინოდა და აკრიტიკებდა არსებულ საბჭოთა რეჟიმს. ამიტომ საბჭოთა კავშირში 1930-იანი წლებიდან მისი ნაწარმოებების უმრავლესობა აიკრძალა, ან სულაც გამოუქვეყვებელი დარჩა ათწლეულების მანძილზე. ბულგაკოვი წლების მანძილზე უშედეგოდ ცდილობდა დაეტოვებინა საბჭოთა კავშირი.
1928 წელს ბულგაკოვი იმყოფებოდა საქართველოში. მოინახულა ქალაქები თბილისი და ბათუმი.
1930–1936 წლებში მუშაობდა მოსკოვის სამხატრო აკადემიურ თეატრში რეჟისორის ასისტენტად. 1936 წლიდან დიდ თეატრში ლიბრეტისტად და თარჯიმნად.
გარდაიცვალა 1940 წელს თირკმელების დაავადებით.
ბულგაკოვის პირველი ლიტერატურული ნაწარმოებები თარიღდება ადრეული 20-იან წელებით. 1922–1924 წელებში დაწერა ნოველა „თეთრი გვარდია“, რომლის საფუძველზე შეიქმნა პიესა „ტურბინების დღეები“. მოგვიანებით დაიწერა მოთხრობა „ძაღლის გული“ (1925).
სიცოცხლის ბოლო წლებში მუშაობდა რომანზე „ოსტატი და მარგარიტა“.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.