მე-13 სამთო სს დივიზია ხანჯარი (1 ხორვატული)
From Wikipedia, the free encyclopedia
მე-13 სამთო სს დივიზია „ხანჯარი“ (1 ხორვატული) (გერმ. 13. Waffen-Gebirgs-Division der SS „Handschar“ (kroatische Nr. 1); ბოსნ. 13. SS oružana brdska divizija „Handžar“ (hrvatska br. 1); ხორ. 13. SS oružana gorska divizija „Handschar“ (hrvatska br. 1)) ვაფენ-სს სამთო დივიზია, რომელიც მონაწილეობას იღებდა როგორც იუგოსლავიის ტერიტორიაზე პარტიზანების საწინააღმდეგო მოქმედებებში, ასევე დასავლეთ უნგრეთში, ტბა ბალატონთან გერმანულ კონტრშეტევაში საბჭოთა არმიაზე.
დივიზიას სახელი ეწოდა მოკლე ხმლის მიხედვით, რომელიც ბოსნიაში ოსმალებმა შეიტანეს და რომელსაც ადგილობრივები ხანჯარს ეძახდნენ (ბოსნ. , ხორ. Handžar; სერბ. Ханџар; არაბ. , ოსმ. خنجر; ხანჯალი). დივიზიის მეომრების დიდ ნაწილს ბოსნიელები (რომლებსაც უსტაშები მუსლიმ ხორვატებად განიხილავდნენ) შეადგენდნენ, ამიტომაც მისი მებრძოლები ფესს ატარებდნენ, დივიზიის საკვები რაციონიდან ამოღებული იყო ღორის ხორცი, მათ მიეცათ საშუალება შეესრულებინათ ხუთჯერადი ლოცვა. დივიზიის ყოველ ბატალიონში იყო იმამი, გარდა კავშირგაბმულობის ბატალიონისა, რომელიც გერმანელებით იყო დაკომპლექტებული.
დივიზია მონაწილეობდა ხორვატთა დამოუკიდებელი სახელმწიფოს მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებში, მათ შორის სერბების, ებრაელებისა და ბოშების დეპორტაციებსა და მასობრივ განადგურებაში.
მე-13 სამთო სს დივიზია (1 ხორვატული) | |
---|---|
დივიზიის ლოგო | |
აქტიური | 1943-1945 |
ქვეყანა | მესამე რაიხი |
შემადგენლობა | ბოსნიელები |
ტიპი | სამთო ქვეითი |
როლი | კონტრპარტიზანული |
ნაწილი | სს |
მეტსახელი | ხანჯარი (ბოსნ. Handžar; გერმ. Handshar) |
დევიზი | ხანჯალო, დასცხე! ბოსნ. Handžaru udaraj! |
ფერები | სს სს სამთო ნაწილები |
ბრძოლები | მეორე მსოფლიო ომი |
დაიშალა | 1945 |
მეთაურები | |
ცნობილი მეთაურები |
კარლ გუსტავ ზაუბერცვაიგი დეზიდერიუს ჰამპელი |
განმასხვავებელი ნიშნები | |
საიდენტიფიკაციო სიმბოლო |