![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/0/04/Blue_Gate_in_Fes.jpg/640px-Blue_Gate_in_Fes.jpg&w=640&q=50)
ფესი
From Wikipedia, the free encyclopedia
ფესი (არაბ. فاس; ფრანგ. Fès) — სიდიდით მეორე ქალაქი მაროკოში, კასაბლანკას შემდეგ, ფეს-ბულემანის რეგიონის დედაქალაქი. 2010 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 1 მლნ ადამიანს შეადგენს.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
ფესი ⴼⴰⵙ/فاس | |||
![]() ფესის ლურჯი ჭიშკარი | |||
| |||
ქვეყანა |
![]() | ||
კოორდინატები | 34°02′00″ ჩ. გ. 5°00′00″ დ. გ. | ||
მმართველი | Idriss Azami Al Idrissi | ||
დაარსდა | 789 | ||
ფართობი | 320±1 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 579[1] მ | ||
მოსახლეობა | 1,044,376[2] კაცი (2012) | ||
ეროვნული შემადგენლობა |
არაბები 57.1% ბერბერები 32.7% მორისკოსები (გაქრისტიანებული მუსლიმები) 10.2% | ||
სასაათო სარტყელი | UTC+1 | ||
სატელეფონო კოდი | 05356 | ||
საფოსტო ინდექსი | 30000–30206[3] | ||
ოფიციალური საიტი | fes-city.com | ||
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/d/d9/Leather_tanning%2C_Fes.jpg/640px-Leather_tanning%2C_Fes.jpg)
ფესი, ყოფილი დედაქალაქი, ერთ-ერთია ქვეყანაში არსებული ოთხი „იმპერიული ქალაქიდან“, სხვა დანარჩენებია რაბატი, მარაქეში და მექნესი. ქალაქი მოიცავს სამ განსხვავებულ რაიონს — ფეს-ელ-ბალის (ძველი, კედელშემორტყმული ქალაქი), ფეს-ჯდიდს (ახალი ფესი) და ფრანგების მიერ შექმნილ უახლეს ნაწილს ახალ ქალაქს (Ville Nouvelle).
ფეს-ელ-ბალი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შესული. მისი მედინა, ესაზღვრება მსოფლიოში უდიდეს ავტომობილთანაგ თავისუფალ არეალს. ფესში მდებარე ალ-კარაუინის უნივერსიტეტი 859 წელს დაარსდა და მსოფლიოში უძველეს, დღემდე მოქმედ უნივერსიტეტად მიიჩნევა. ქალაქს ხშირად დასავლეთის „მექას“ და აფრიკის „ათენს“ უწოდებენ.