![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c6/Gentile_Bellini_003.jpg/640px-Gentile_Bellini_003.jpg&w=640&q=50)
მეჰმედ II
From Wikipedia, the free encyclopedia
მეჰმედ II ფათიჰი (დამპყრობელი) (დ. 30 მარტი, 1432, ედირნე, ოსმალეთის იმპერია — გ. 3 მაისი, 1481, ჰუნქიარ-ჩიარი) — ოსმალეთის იმპერიის მე-7 სულთანი. ქვეყანას მართავდა 1444-1446 და 1451-1481 წლებში.
მეჰმედ II | |
---|---|
İkinci Mehmet | |
![]() | |
ოსმალეთის მე-7 სულთანი | |
მმართ. დასაწყისი: | 1444 |
მმართ. დასასრული: | 1446 |
წინამორბედი: | მურად II |
მემკვიდრე: | მურად II |
ოსმალეთის სულთანი | |
მმართ. დასაწყისი: | 1451 |
მმართ. დასასრული: | 1481 |
წინამორბედი: | მურად II |
მემკვიდრე: | ბაიაზიდ II |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 30 მარტი 1432 |
დაბ. ადგილი: | ედირნე, ოსმალეთის იმპერია |
გარდ. თარიღი: | 3 მაისი, 1481 |
მეუღლე: |
ემინე გიულბაჰარ ხათუნი გიულშაჰ ხათუნი სითი მიუქრიმე ხათუნი ჩიჩეკ ხათუნი |
შვილები: |
მუსტაფა ბაიაზიდ II ჯემი ქორქუთი გევჰერჰანი |
დინასტია: | ოსმანები |
მამა: | მურად II |
დედა: | ჰიუმა ხათუნი |
რელიგია: | ისლამი |
ხელმოწერა: |
![]() |
დაიბადა 1432 წელს, ედირნეში, მეჰმედ I-ის ვაჟის, მურად II-ისა და მისი ხარჭის, ჰიუმა ხათუნის ოჯახში. გაურკვეველი მიზეზის გამო, მეჰმედს დედობა გაუწია მურადის სხვა ხარჭამ, დესპინა ხათუნმა და არა ნამდვილმა დედამ.
1444 წელს, მურად II-ის გადადგომის შემდეგ, ტახტი 12 წლის მეჰმედს ერგო, მაგრამ მისი პირველი მმართველობა დიდ ხანს არ გაგრძელებულა. შემოჭრილი მტრის გამო იგი იძულებული გახდა მამისთვის ტახტზე დაბრუნება ეთხოვა. მეორედ კი ტახტზე მურადის გარდაცვალების შემდეგ, 1451 წელს ავიდა.
ატარებდა დამპყრობლურ პოლიტიკას, პირადად მეთაურობდა ოსმალეთის არმიის ლაშქრობებს. 1453 წელს დაიპყრო კონსტანტინოპოლი და ოსმალეთის იმპერიის დედაქალაქად გამოაცხადა. მის დროს სერბეთმა დაკარგა დამოუკიდებლობა (1459 წ.), დაპყრობილ იქნა მორეა (1460 წ.). ტრაპიზონის იმპერია (1461 წ.), ბოსნია (1463 წ.), კ. ევბეა (1471 წ.), ალბანეთი (1479 წ.), ყირიმის სახანო (1475). მის დროს შედგა ოსმალეთის იმპერიის კანონების პირველი კრებული.