From Wikipedia, the free encyclopedia
ნატალი რენე მაკინტაირი, პროფესიონალურად ცნობილი როგორც მეისი გრეი (ინგლ. Natalie Renée McIntyre; დ. 6 სექტემბერი, 1967, კანტონი, ოჰაიო, აშშ) — ამერიკელი მომღერალი და მსახიობი. იგი ცნობილია თავისი გამორჩეული, მღელვარე ხმით. მუსიკოსის დისკოგრაფიასა და სტილზე დიდი გავლენა იქონია ბილი ჰოლიდეიმ.[2]
მეისი გრეი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ნატალი რენე მაკინტაირი |
დაბ. თარიღი | 6 სექტემბერი, 1967 |
დაბ. ადგილი | Canton[1] |
წარმოშობა | კანტონი, ოჰაიო, აშშ |
ჟანრ(ებ)ი | R&B, soul, jazz |
საქმიანობა | მუსიკოსი, მსახიობი |
აქტიური | 1990 - დღემდე |
საიტი | macygrayofficial.com |
მეისი გრეი ვიკისაწყობში |
გრეის გამოშვებული აქვს ათი სტუდიური ალბომი და მიღებული აქვს გრემის ხუთი ნომინაცია. იგი გამოჩნდა უამრავ ფილმში, მათ შორის საწვრთნელი დღე, ადამიანი ობობა, ძალიან საშიში კინო 3, ლაკავანას ბლუზი, აიდლუაილდი, ფერადი გოგონებისთვის და ქაღალდის ბიჭუნა.
მეისი გრეი დაიბადა კანტონში, ოჰაიო.[3][4] მუსიკოსის დედა, ლორა მაკინტაირი, იყო მათემატიკის მასწავლებელი. მას ჰყავს უმცროსი ძმა, ნეიტი, რომელსაც აქვს სპორტდარბაზი დასავლეთ ფილადელფიაში.[5] მან დაიწყო ფორტეპიანოზე დაკვრის სწავლა შვიდი წლის ასაკში.[6] ბავშვობაში ის ველოსიპედით დაეტაკა მეზობლის, მეისი გრეის, საფოსტო ყუთს. მან ეს სახელი გამოიყენა თავის მოთხრობებში და მოგვიანებით გადაწყვიტა თავის სასცენო სახელადაც გამოყენება. გრეი სკოლაში სწავლობდა მერილინ მენსონთან ერთად, თუმცა ისინი ერთმანეთს არ იცნობდნენ.[6] სკოლის დამთავრების შემდეგ მუსიკოსმა სწავლა დაიწყო სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში.[7]
უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ გრეი შეხვდა მწერალ-პროდიუსერს ჯო სოლოს ბევერლი ჰილზში მოლარედ მუშაობის დროს.[8] მათ ერთად დაწერეს სიმღერები. გრეიმ დაიწყო სიმღერა ჯაზ-კაფეებში ლოს-ანჯელესში.[9] მალევე მუსიკოსს დაუკავშირდა ლეიბლი Atlantic Records. შემდეგ მან დაიწყო თავისი სადებიუტო კომპოზიციების ჩაწერა, თუმცა ამ დროს ის ლეიბლიდან ჩამოაგდეს.[10] მეისი დაბრუნდა ოჰაიოში. 1998 წელს მან გააფორმა ხელშეკრულება Epic Records-თან.[11]
გრეიმ 1999 წელს დაიწყო მუშაობა თავის სადებიუტო ალბომზე პროდიუსერ დერილ სვანთან ერთად.[12] ალბომი, On How Life Is, გამოვიდა იმავე წელს და მალევე მოიპოვა პოპულარობა.[13] პირველი სინგლი, „Do Something", ჩარტებში ვერ მოხვდა, მაგრამ მეორე სინგლმა, „I Try", გამოშვებიდან მალევე მიაღწია წარმატებას.[14]
2001 წელს გრეიმ მოიგო გრემის ჯილდო საუკეთესო პოპ ვოკალური შესრულებისთვის „I Try", რომელიც ასევე იყო ნომინირებული „წლის სიმღერისა" და „წლის ჩანაწერის“ კატეგორიებში.[15]
მუსიკოსმა 2001 წელს გამოუშვა თავისი რიგით მეორე ალბომი „The Id“. ალბომი ბილბორდ 200-ში მეთერთმეტე ადგილზე გავიდა.[16] ალბომი პირველ ადგილზე გავიდა გაერთიანებული სამეფოს ალბომების ჩარტში და მიიღო ოქროს სერტიფიკატი BPI-ს მიერ.[17] 2002 წელს მუსიკოსმა ითამაშა ფილმში ადამიანი ობობა.[18]
2003 წელს გრეიმ გამოუშვა თავისი რიგით მესამე სტუდიური ალბომი, The Trouble with Being Myself. ალბომის წამყვანი სინგლი, „When I See You", გახდა რადიო ჰიტი აშშ-სა და ბრიტანეთში, თუმცა ალბომმა ვერ მიიღო კარგი შეფასებები კრიტიკოსებისგან და თაყვანისმცემლებისგან.[19] მიუხედავად ამისა, ალბომი მოხვდა ჩარტის ტოპ-20-ში დიდ ბრიტანეთში.[20][21] შემდგომში გამოვიდა მუსიკოსის საუკეთესო ჰიტების კოლექცია და ცოცხალი ალბომები: The Very Best of Macy Gray (2004) და Live in Las Vegas (2005).
2007 წლის მარტში გრეიმ გამოუშვა თავისი მეოთხე სტუდიური ალბომი, Big.[22] ალბომიდან გამოვიდა ორი სინგლი, „Finally Made Me Happy" და „Shoo Be Doo".[23] ალბომმა დაიმსახურა კრიტიკოსების მოწონება.[24] ის ბილბორდ 200-ში 39-ე ადგილზე გავიდა. ალბომმა მიაღწია 62-ე ადგილს ბრიტანეთის ალბომების ჩარტში.[25]
პირველი სინგლი გრეის მეხუთე სტუდიური ალბომიდან The Sellout, „Beauty in the World", წარმოდგენილი იყო სატელევიზიო სერიალის, Ugly Betty, ფინალურ სერიაში. სინგლი მოხვდა აშშ-ის ბილბორდის საცეკვაო სიმღერების ჩარტში. ალბომმა გამოსვლისთანავე მიიღო შერეული შეფასებები მუსიკალური კრიტიკოსებისგან. Metacritic-ზე მას 57 ქულა აქვს.[26]
2011 წელს გრეიმ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას ლეიბლთან 429 Records და დაიწყო ქავერების ჩაწერა მისი შემდეგი სტუდიური ალბომისთვის Covered. ალბომი ოფიციალურად გამოვიდა 2012 წლის 26 მარტს.[27]
2014 წელს მუსიკოსმა გამოუშვა რიგით მერვე სტუდური ალბომი The Way.[28]
2016 წელა მუსიკოსმა გამოუშვა ახალი ალბომი Stripped. ალბომმა კრიტიკოსების ერთსულოვანი მოწონება დაიმსახურა. ის ბილბორდის ჯაზის ჩარტში მე-3 ადგილზე გავიდა.
2021 წელს გრეი მონაწილეობდა The Masked Singer-ის ავსტრალიური ვერსიის მესამე სეზონში. გრეიმ წარმოადგინა თავისი შტატი ოჰაიო 2022 წლის ამერიკის სიმღერის კონკურსზე სიმღერით „Every Night".
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.