From Wikipedia, the free encyclopedia
მდელოს ქამა (ლათ. Agaricus campestris) — სოკოს სახეობა ქამასოკოს გვარისა, რომლის გავრცელების არეალი მოიცავს ევროპას, აზიას, ჩრდილოეთ აფრიკას, ავსტრალიას, ახალ ზელანდიასა და ჩრდილოეთ ამერიკას.
მდელოს ქამა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Agaricus campestris L., 1753 | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 122090215 | |||||||||||||||
|
კარგი ხარისხის საჭმელი სოკოა. იჭმება ახალი, უმი, შემწვარი, მოხარშული, დამარინადებული და გამხმარი. იზრდება ერთეულებად ან ჯგუფებად ნიადაგზე, მინდვრებში, საძოვრებზე, პარკებში, ბაღებში და ა.შ., გაზაფხულიდან შემოდგომამდე.
სოკო პირველად აღწერა შვედმა ბუნებისმეტყველმა კარლ ლინემ 1753 წელს როგორც Agaricus campestris.[1]
სამეცნიერო სინონიმები:
ნაყოფსხეული ძალიან სწრაფად იზრდება. ქუდის დიამეტრი — 8-15 სმ, თავიდან ნახევარსფეროსებრი, ღრმად შეკეცილი კიდეებით, შემდგომში ბრტყლად მომრგვალებული და საბოლოოდ გაშლილი. ცენტრში ხშირად ამობურცულია. თეთრია, ზოგჯერ მომურო, მშრალი, აბრეშუმისებრი ან წვრილქერცლიანი.
რბილობი — თეთრი, სქელი, მყარი, ჰაერზე ვარდისფერდება, ასაკთან ერთად რბილდება, მოტკბო გემოთი და სასიამოვნო სოკოს სუნით.
ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, ფირფიტები თავიდან თეთრია, შემდეგ მოვარდისფრო, სიმწიფეში მუქი-ყავისფერია, იისფერი ელფერით.
ფეხის სიგრძე — 5-9 სმ, სისქე — 1-2 სმ, სწორი, მთლიანი ან ძირში გაფართოებული და გაბერილი. ქუდის ფერია. ახასიათებს თეთრი ფერის ფართო საყელო, რომელიც ხშირად შუაშია განთავსებული.[2]
სპორები — გლუვი, მუქი-ყავისფერი, ელიფსისებრი,[3] 6–9×5–6 მკმ. ჰეილოცისტიდების გარეშე.[4]
გავრცელების არეალი მოიცავს ევროპას, აზიას, ჩრდილოეთ აფრიკას, ავსტრალიას,[5] ახალ ზელანდიასა და ჩრდილოეთ ამერიკას[6] (მექსიკის ჩათვლით).[7]
იზრდება ერთეულებად ან ჯგუფებად ნიადაგზე, მინდვრებში, საძოვრებზე, პარკებში, ბაღებში, სასაფლაოებზე, საცხოვრებელ სახლებთან ახლოს. ხშირად ქმნის „ქაჯის წრეს“.[8]
სეზონი: — გაზაფხულიდან შემოდგომამდე.
კარგის ხარისხის საჭმელი სოკოა.[2] იჭმება ახალი, უმი, შემწვარი, მოხარშული, დამარინადებული, განსაკუთრებით გემრიელია გახმარი. იყენებენ ხორციან სოუზებსა[9] და სალათებში.
მდელოს ქამა სწრაფად მწიფდება და მალფუჭებადია,[10] ამიტომაც მისი ხელოვნურად მოშენება წამგებიანია.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.