შხამიანი ქამა (ლათ. Agaricus xanthodermus) — შხამიანი სოკო ქამასოკოს გვარისა.

სწრაფი ფაქტები შხამიანი ქამა, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
შხამიანი ქამა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ფირფიტოვანნი
ოჯახი:  ფირფიტოსანნი
გვარი:  ქამასოკო
სახეობა:  შხამიანი ქამა
ლათინური სახელი
Agaricus xanthodermus (Genev., 1876)
დახურვა

იზრდება ზაფხულ-შემოდგომით, ნიადაგზე, ფოთლოვან ტყეებში, მინდვრებში, ბაღ-პარკებში. გავრცელების არეალი მოიცავს დედამიწის ყველა კონტინენტს, გარდა ანტარქტიდისა.

პირველად აღწერა ფრანგმა მიკოლოგმა და ბოტანიკოსმა ლეონ გასტონ ჟენევიემ 1876 წელს როგორც Agaricus xanthodermus.[1][2]

სამეცნიერო სინონიმები:

  • Pratella xanthoderma (Genev.) Gillet, 1884
  • Psalliota xanthoderma (Genev.) Richon & Roze, 1885
  • Fungus xanthodermus (Genev.) Kuntze, 1898

და სხვა.

აღწერა

ქუდის დიამეტრი 5-15 სანტიმეტრს აღწევს, თავდაპირველად ნახევარსფეროსებრია, შემდეგ ამობურცული, გლუვი ზედაპირით, ჯერ თეთრი ან მოვარდისფრო, შემდეგ — ყავისფერი. ხელის დაჭერისას ყვითელ ფერს იღებს.

რბილობი — მოთეთრო-მონაცრისფრო-მურა, ფეხის ძირთან მოყვითალო, ძირისკენ გამსხვილებულ ფეხის ნაწილში მონარინჯისფრო. ახასიათებს ფენოლის უსიამოვნო სუნი (ე.წ. „აფთიაქის სუნი“).

ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, ფირფიტები თხელი აქვს, თავდაპირველად თეთრი ან მოვარდისფრო, შემდეგ ყავისფერდება.

ფეხის სიგრძე — 5–15 სმ-მდე სისქე — 1-2 სმ-მდე, თეთრი ფერის ფუყე, ძირისკენ გამსხვილებულია. გააჩნია საყელო.

სპორები — ელიფსური, გლუვი, მურა-მეწამული, 5-5,8 მკმ.

გავრცელება

ფართოდაა გავრცელებული ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპაში, დასავლეთ აზიაში აღმოსავლეთ ანატოლიისა[3] და ირანის ჩათვლით,[4] ასევე ჩრდილოეთ[5] და სამხრეთ აფრიკაში.[6] ინტროდუცირებულია ავსტრალიაში. იზრდება ზაფხულ-შემოდგომით, ნიადაგზე, ფოთლოვან ტყეებში, მინდვრებში, ბაღ-პარკებში.

შხამიანობა

შხამიანი სოკოა. მოწამვლის სიმპტომებია ძლიერი ღიბინება და დიარეა, მძიმე შემთხვევაში თავბრუსხვევა და მხედველობის დაქვეითება. ზოგიერთი ადამიანის შემთხვევაში მოწამვლის სიმპტომები არ ვლინდება.[7][8] მომზადებისას ფენოლის სუნი კიდევ უფრო მძაფრდება.[9]

მსგავსი სახეობები

  • საკვებად ვარგისი მინდვრის ქამა (ლათ. Agaricus arvensis), რომელსაც შხამიანი ორეულისგან განსხვავდებით არ ახასიათებს უსიამოვნო სუნი.

ლიტერატურა

  • ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006.  გვ. 165, ISBN 99940-856-1-1.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.